18 თებერვალს დაბადებულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი მიზანი, უტოპიური ოცნება რეალობად გადააქციოს

18 თებერვალს დაბადებულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი მიზანი, უტოპიური ოცნება რეალობად გადააქციოს

თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) არის გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. სახელი ამ თვეს მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით ეწოდა. იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.

თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცა, ეს ორი ნიშანი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.

როგორია 18 თებერვალს დაბადებული ადამიანი

18 თებერვალს დაბადებული ადამიანები მასშტაბური აზროვნების უნარით, კარგი ორგანიზატორული შესაძლებლობებით, უშუალობითა და მეგობრული ხასიათით არიან გამორჩეულნი. მათ უმრავლესობას აქვს ნიჭი, ნებისმიერი მიზანი და ერთი შეხედვით უტოპიური ოცნება, რეალობად გადააქციოს. თუმცა, თვისება, ნაკლები ყურადღება მიაქციონ დეტალებს, ხშირად ხდება ამ ხალხისთვის არაერთი პრობლემის საფუძველი.