ავტორი:

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 08:45-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:33-დან

ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას, მწერების მოკვლას. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.

ვერძი

დაუთმეთ დღე სათანადო დასვენებას და გამოჯანმრთელებას. დატვირთული კვირა გქონდათ და უნდა დაისვენოთ ენერგიის შესავსებად. სასარგებლოა ბუნებაში დროის გატარება. არ ეძებოთ ხმაურიანი კომპანია, განმარტოება ჯობია.

კურო

დღეს კომუნიკაცია და გართობა საუკეთესო გასართობი იქნება თქვენთვის. შეხვდით მეგობრებს, წადით კონცერტზე, მოიწვიეთ შინ სტუმრები. ზოგისთვის წამოწოლა და ფილმების ყურებაც საუკეთესო რელაქსაცია იქნება.

ტყუპი

ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი უნდა შეწყდეს და დღე მშვიდად უნდა გაატაროთ. შეგიძლიათ გააკეთოთ მარტივი და სასიამოვნო საქმეები, რასაც სიხარული მოაქვს. არ მოუსმინოთ დღეს აუტსაიდერთა რჩევებს, ისინი ზედმეტი იქნება.

კირჩხიბი

ემოციურად მდიდარი და საინტერესო დღე გელოდებათ. მოსალოდნელია ახალი შეხვედრები, ნათელი შთაბეჭდილებები და სასიამოვნო განცდები. ძველი მეგობრები მოგიყვებიან სიახლეებს, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს.

ლომი

უარი არ თქვათ საინტერესო ადამიანების გაცნობაზე. შემთხვევითი შეხვედრა შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ ურთიერთობაში ან გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე. ეს ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და მალე სხვა დონეზე გადავა.

ქალწული

კარგი იქნება ბოლო დღეების შედეგების კიდევ ერთხელ გადახედვა. შეგიძლიათ გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები; ან მოაგვარეთ პრობლემა, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია.

სასწორი

დღე შესაფერისია კარგი დასვენებისთვის. გაატარეთ დღე მათთან, ვისაც კარგად იცნობთ და დარწმუნებული ხართ, რომ განწყობას არ გაგიფუჭებენ. შესაძლოა საინტერესო შემოქმედებითი იდეები დაგებადოთ და არ დაიზაროთ მათი ჩაწერა.

მორიელი

დღეს სახლში არ უნდა ჩაიკეტოთ. საინტერესო შეხვედრები და ნათელი შთაბეჭდილებები გელით. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან, გააკეთეთ ის, რაც ნამდვილად გაბედნიერებთ. სამუშაო საკითხები ჯობია სხვა დროისთვის გადადოთ.

მშვილდოსანი

დღეს შეეცადეთ მაქსიმალურად დაისვენოთ. შემდეგი კვირა იქნება დატვირთული, ისარგებლეთ მომენტით და გაატარეთ დრო სასიამოვნოდ. კარგი დროა თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. გაიძლიერეთ იმუნური სისტემა, დაკავდი სპორტით.

თხის რქა

მოერიდეთ ყოველგვარ ფიზიკურ და ფსიქიკურ სტრესს, გაატარეთ დღე მაქსიმალურად მშვიდად. დღეს კარგია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, დადებითი ენერგიით დამუხტვა, ძალების აღდგენა. შოპინგი წარმატებული იქნება, სახლისთვის ლამაზი ნივთების ყიდვა შეგიძლიათ.

მერწყული

დღეს იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და შეძლებთ მრავალი რთული საკითხის გადაჭრას. მოგიწევთ გარკვეული ძალისხმევა, მაგრამ მალე თქვენი მონდომება დაფასდება და დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ.

თევზები

ვარსკვლავები სურვილების ასრულებას და იმის მიღებას გპირდებიან, რაც ასე გსურდათ. ამისთვის მოგიწევთ სიზარმაცის დაძლევა და აქტიურობა. თუ მოწადინებული ხართ, რა თქმა უნდა, ძალიან მალე მიაღწევთ იმას, რაც გსურთ. რთულ სიტუაციებში მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას.