18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ადვილად მოაგვარებთ კომერციულ საქმეებს; ავანტიურული პროექტებიც კი წარმატებას მოგიტანთ. დაღლილობას მოგიხსნით სუფთა ჰაერზე გასეირნება, მეგობრებთან შეხვედრა.

ტყუპი

კარგი დღე გელით: სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება, გარკვეულ წრეებში დაფასება და პოპულარობის მოპოვება. კარგად განვითარდება სასიყვარულო ურთიერთობა. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი

დანიშნეთ შეხვედრები საქმიან პარტნიორებთან და სპონსორებთან. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

ლომი

ახალ საქმიან პარტნიორებს, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს გაიჩენთ. ხალხთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. კოლეგებთან შეთანხმებულად თუ იმოქმედებთ, ახალ პროექტებსაც განახორციელებთ.

ქალწული

გაგიუმჯობესდებთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ჰარმონია დაისადგურებს საყვარელ ადამიანთან მიმართებაში. დღეს ახალ პროექტებსაც განიხილავთ და მათ დაწყებასაც შეძლებთ.

სასწორი

ნებისმიერ საქმეში მეტად კრეატიული და არასტანდარტული უნდა იყოთ. დღეს მიიღებთ იმას, რაც დიდი ხანია გსურთ.

მორიელი

კარგი დღეა ადრე დაგეგმილი საქმეების განსახორციელებლად. პროექტების დასასრულებლად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან და მეგობრებთან. დღეს გაფორმებული ხელშეკრულება მომავალში კარგ სარგებელს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

უფროსთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები. ზოგიერთს დაწინაურება ელის. მუშაობა კარგ შედეგს მოგიტანთ. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები.

თხის რქა

სამსახურის საქმეების პარალელურად საოჯახო ვალდებულებებიც უნდა მოაგვაროთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

მერწყული

ახალი თანამოაზრეები და სპონსორები გამოგიჩნდებიან. პოზიტიური ცვლილებები გელით სამსახურში, ბიზნესში. დღეს ყველა საკითხს ადვილად მოაგვარებთ.

თევზები

კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად; საბუთების შესაგროვებლად, მოსაწესრიგებლად; ახალი პროექტების განსახილველად. დაკვირვებულად იმოქმედეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით