18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თავისუფალი დრო მხიარულად უნდა გაატაროთ. მეგობრები მოსვენების საშუალებას არ მოგცემენ. ნათესავებიც შეგახსენებენ თავს. პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით.

ტყუპი

ნუ გაატარებთ მთელ დღეს კომპიუტერთან. შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ. საღამოს მოინახულეთ ნათესავები. უფროს თაობასაც შეუძლია ხალისიანად გართობა.

კირჩხიბი

დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. მხიარული და სასიამოვნო დღე გელით. საღამო ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად გაატარეთ. ტკბილეულობა მოიმარაგეთ.

ლომი

მეგობრები აიყოლიეთ და მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. საღამოს რომანტიკა და მეგობრებთან ერთად გართობა გელით.

ქალწული

უმიზეზოდაც შეიძლება მეგობრებთან ერთად გართობა. სასიამოვნო და მოულოდნელი ამბები გელით. შინ ნუ დააგვიანებთ, უფროს თაობას მზრუნველობას ნუ მოაკლებთ.

სასწორი

გამორთეთ კომპიუტერი და დღევანდელი დღე საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. პარალელურად ნათესავებსა და მეგობრებს შეეხმიანეთ. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელოდებათ.

მორიელი

მოაწყვეთ დღესასწაული ოჯახის წევრებისთვის. თუ ამინდი საშუალებას მოგცემთ, საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ.

მშვილდოსანი

დღე ისე გადაანაწილეთ, რომ ვალდებულებებიც მოაგვაროთ და მეგობრებთან ერთადაც გაერთოთ. პირადი ცხოვრება რომანტიკითაა აღსავსე. ზოგიერთს სასიამოვნო ნაცნობობა ელის.

თხის რქა

არჩევანი უნდა გააკეთოთ ახალ და არსებულ სასიყვარულო კავშირს შორის. საღამოს შეეხმიანეთ ნათესავებს, შინ მოიპატიჟეთ და გემრიელად გაუმასპინძლდით.

მერწყული

დღეს შეიძლება სამსახურის საქმეებს გული ვერც დაუდოთ. სასიამოვნო სიახლეები გელით. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნება პირადი ცხოვრება.

თევზები

დილიდან ჩამოწერეთ დღის გეგმა, მაგრამ მხიარულებასა და დასვენებას ნუ მოიკლებთ. ზოგიერთს წვეულებაზე მიიპატიჟებენ; ზოგს მეგობრები ესტუმრებიან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით