19-25 მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ახალ ლიდერებსა და წინამძღოლებს ვიხილავთ

19-25 მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ახალ ლიდერებსა და წინამძღოლებს ვიხილავთ

მაისის მესამე დეკადა, მზის ტყუპის ნიშანში გადასვლის გამო (მზე ტყუპის ზოდიაქოში გადავა 20 მაისს და დარჩება 21 ივნისამდე) უფრო დინამიკური და აქტიური გახდება. ამ პერიოდში გაჩნდება ახალი და იმავდროულად, საინტერესო შესაძლებლობები , რომლებიც დაკავშირებული იქნება კოლექტიურ და ჯგუფურ მუშაობასთან, მოგზაურობასთან, სიტყვით გამოსვლასთან, ტრენინგებთან, სემინარებთან და კონფერენციებთან. ეს არის კარგი პერიოდი სწავლის დაწყებისთვის და ახალი იდეების მოფიქრებისთვის. თუმცა მესამე დეკადაში ყურადღებას ითხოვს 23-25 მაისი, როდესაც მერკური-ურანის შეერთებამ მოსალოდნელია მოიტანოს სხვადასხვა ტიპის ტექნიკური შეფერხებები, პრობლემები მობილურ ქსელებთან, კომპიუტერებთან, ელექტროტექნიკასთან, ასევე ხალხის გადაყვანასთან თუ ტვირთების გადაზიდვასთან.

25 მაისიდან სტრუქტურების, სისტემების, წინაღობების მმართველი პლანეტა სატურნი ვერძის ნიშანში გადავა და პლანეტა ნეპტუნს შეუერთდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინგრესიაა, ამიტომ მაისის მესამე დეკადიდან დაიწყება და მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიგრძნობთ იმ ტენდენციებს, რომლებიც კავშირში იქნება ახალი პოლიტიკური კონტურების მოხაზვასთან (მსოფლიოში, სახელმწიფოში, სტრუქტურებში, სისტემებში). ეს დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა პირველი სამი თვე ამ პერიოდის ერთგვარი „თრეილერი“ იქნება. სწორედ ზაფხული იქნება აკუმულირებული სოციალური აგრესიის გამოვლენის პერიოდი. ეს ბევრ ქვეყანაში გამოიხატება საყოველთაო დაუმორჩილებლობებსა და სახალხო პროტესტებში . ვერძი - ზოდიაქოს პირველი ნიშანია და ახასიათებს ლიდერული თვისებები, აქედან გამომდინარე, 2025 წლის გაზაფხულის ბოლოს და მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით ახალ ლიდერებსა და წინამძღოლებს ვიხილავთ.