19 მაისი, პარასკევი, ნეიტრალური დღეა შოპინგისთვის.
29-ე მთვარის დღე. დღეს უმჯობესია სამსახურში ან სპორტულ კლუბში წასვლა. რამდენიმე დღეში კი შეძლებთ შოპინგითაც ისიამოვნოთ, დღეს ცოტა დაზოგეთ - ფულიც და დროც.
20 მაისი, შაბათი, ხელსაყრელი დღეა შესყიდვებისთვის.
მთვარის მეორე დღე. დროა იფიქროთ ახალი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების და სამკაულების შეძენაზე, მაგრამ თავი უნდა შეიკავოთ მანქანის, ელექტრული ხელსაწყოების ან დიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვისგან.
21 მაისი, კვირა, ნეიტრალური დღეა შესყიდვისთვის.
მთვარის მესამე დღე. ამ დღის არ უნდა იყიდოთ ავეჯი, ტექნიკა და ა.შ. ბიზნესსფეროში კონფლიქტების ალბათობა იზრდება. დაუთმეთ ეს დღე ქველმოქმედებას: მიეცით მოწყალება მათ, ვინც ითხოვს, დაურიგეთ არასაჭირო ნივთებიც.
22 მაისი, ორშაბათი, ნეიტრალური დღეა სუპერმარკეტში წასასვლელად.
მთვარის მეოთხე დღე. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას. მოერიდეთ იმპულსურ შესყიდვებს. შეიძინეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც ადრე გქონდათ დაგეგმილი. კარგია ვალების დაბრუნება.
23 მაისი, სამშაბათი, ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის.
მთვარის მეხუთე დღე. კარგი დღეა სახლის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული შესყიდვებისთვის: ავეჯი, პროდუქტები, ქსოვილები, დეკორი. დღეს შეძენილი ნებისმიერი წვრილმანი უამრავ დადებით ემოციას მოგანიჭებთ. ყურადღება გმართებთ ფულთან დაკავშირებული ყველა შემოთავაზებისადმი.
24 მაისი, ოთხშაბათი, საუკეთესო დღეა შოპინგისთვის.
მთვარის მეექვსე დღე. არ იჯდეთ სახლში, რათა არ გამოტოვოთ სარფიანი გარიგება. სავაჭრო ცენტრებში სასურველი წვრილმანი გელოდებათ. ხელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვებისთვის. ამ დღეს ხელსაყრელია სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა, დავებისა და კონფლიქტების მოგვარება.
25 მაისი, ხუთშაბათი, ნეიტრალური დღეა შოპინგისთვის.
მთვარის მეშვიდე დღე. არ იყიდოთ ახალი ნივთები, აღჭურვილობა ან იარაღები. ოპტიმალურია საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკვების შეძენა. გაასუფთავეთ და ენერგიით დამუხტეთ ფინანსური თილისმები.