სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე, მთვარე კირჩხიბშია
შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული. აქტიური ორგანოები: გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. კარგია სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. ნათურების, ჭაღების გაწმენდა; ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. ზედაპირებიდან და სამოსიდან ლაქებს იოლად მოაცილებთ.
ვერძი
მაშინაც კი, თუ შვებულებაში ხართ, სახლში დივანზე ან აგარაკზე ჰამაკში უაზროდ წოლა არანაირ სარგებელს არ მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას ან თქვენს გონებრივ მდგომარეობას. ამიტომ, ეცადეთ, მცირე, მაგრამ სასარგებლო საქმე შეასრულოთ.
კურო
დღე, როდესაც ინიციატივა შეიძლება დასჯადი იყოს და უფროსების მხრიდან ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომ უნდა იმუშაოთ მშვიდად, არ ჩაერიოთ სხვის საქმეში.
ტყუპი
დღის განმავლობაში მნიშვნელოვანია ერთ პროფესიულ სფეროზე მოახდინოთ ფოკუსირება და მხოლოდ ის გააკეთოთ. ენერგიის ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე გადატანით, რისკავთ, რომ ვერცერთი მათგანი ვერ შეასრულოთ.
კირჩხიბი
ენერგია, რომელსაც დილიდანვე იგრძნობთ, ეკონომიურად უნდა დახარჯოთ; თუ ფუჭად ხარჯავთ, ძალიან სწრაფად “გამოგელევათ“ და ვერ შეძლებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც დაგეგმეთ.
ლომი
გაუთვალისწინებელი სიტუაციების გამო, უმჯობესია უარი თქვათ ნებისმიერ მოგზაურობაზე - იქნება ეს დასვენების მიზნით თუ მივლინება. არაფერი ცუდი არ მოხდება, თუ მათ რამდენიმე დღით გადადებთ.
ქალწული
არ გირჩევენ სერიოზული - განსაკუთრებით პერსპექტიული - გადაწყვეტილებების მიღებას: თუ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ობიექტურად არ გაქვთ შეფასებული., რის გამოც შეიძლება გადაწყვეტილება არასწორი აღმოჩნდეს.
სასწორი
აუცილებელია საყვარელ ადამიანთან კომუნიკაციის მაქსიმალურად შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისულელის გამო ჩხუბმა შეიძლება დიდი ხნით დაარღვიოს თქვენი ურთიერთობა მასთან.
მორიელი
არ უნდა რეაგირებდეთ ორაზროვან და სარისკო ხუმრობებზე, რომლებსაც სხვები თქვენს გასაგონად ამბობენ. ეს სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაციები, რომლებიც შექმნილია თქვენი მკვეთრი და ნეგატიური ემოციური რეაქციის გამოსაწვევად.
მშვილდოსანი
სამუშაო კვირის მიუხედავად, დღეს მინიმალური დრო უნდა დაუთმოთ სამსახურს და მაქსიმალური - ოჯახსა და სახლს: კარგი იქნებოდა სახლის საქმეების კეთება, ბავშვებთან ურთიერთობა.
თხის რქა
მიუხედავად ფულის ხარჯვის დაუძლეველი სურვილისა, უმჯობესია ფულს ფრთხილად მოეპყროთ - არსებობს მაღალი რისკი, რომ სერიოზულად გადააჭარბოთ თქვენს ბიუჯეტს და შეიძინოთ სრულიად არასაჭირო ნივთები.
მერწყული
ვარსკვლავები არ გირჩევენ გრძელვადიანი გარიგებების დადებას და სერიოზული, პერსპექტიული კონტრაქტების გაფორმებას - ორივე მათგანი შეიძლება არც ისე მომგებიანი აღმოჩნდეს, როგორც ერთი შეხედვით გეჩვენებათ.
თევზები
არ უნდა რეაგირებდეთ მკვეთრად ნათესავების, განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანების, უტაქტო განცხადებებზე - სავარაუდოდ, მათი ნათქვამი უბოროტოა და ფარული მოტივის გარეშე - ეს უბრალოდ დაუფიქრებელი სისულელეა, ნუ გადააქცევთ მას კამათის თემად.