პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 16:09-ზე
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
ვერძი: კორექტული და დიპლომატიური ხართ, ეს დაგეხმარებათ გარშემო მყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში.
კურო: კარგი დღეა ოჯახის წევრებისთვის დღესასწაულის მოსაწყობად. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე.
ტყუპი: შეხვედრების, მიმოსვლის დღეა. დღეს ბევრი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და არაფერი გამოგრჩეთ.
კირჩხიბი: ოჯახური შეკრების, ახლობლების მოსაკითხი დღეა. გაანებივრეთ ოჯახის წევრები პატარ-პატარა სიურპრიზებით.
ლომი: გარშემო მყოფებს საკუთარი ნიჭით, ტალანტით მოხიბლავთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილ-წვრილ დეტალებს, დიდი უსიამოვნება რომ არ გამოიწვიონ.
ქალწული: გამარჯვება გელოდებათ, თუ გეგმის მიხედვით იმოქმედებთ. ნუ გაატარებთ ძვირფას ინფორმაციას ყურადღების მიღმა. საღამოს დაგეგმეთ მხიარულება მეგობრებთან ერთად.
სასწორი: გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. არ გირჩევთ ავანტიურაში გახვევას.
მორიელი: დაასრულებთ რთულ საკითხებს. ახალი შემოთავაზებები დაკვირვებით განიხილეთ და მხოლოდ ისინი მიიღეთ, რაც საიმედოდ გეჩვენებათ.
მშვილდოსანი: საქმეების და ვალდებულებების პარალელურად ფლირტისთვისაც უნდა გამონახოთ დრო. არ გირჩევთ ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას.
თხის რქა: არც კი იფიქროთ მუშაობაზე, დატკბით თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება.
მერწყული: მსუბუქი საქმეები შეასრულეთ და მეტად დაისვენეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფული შეიძლება ახლობლებისგან საჩუქრად მიიღოთ.
თევზები: დილიდან შეუდექით საქმეების მოგვარებას, რათა დრო გამოითავისუფლოთ. შეხვდით მეგობრებს, მოაწყვეთ იმპროვიზირებული საღამო.