კურო
დღეს ბევრ სასარგებლო საქმეეს გააკეთებთ. აგრეთვე, მოახერხეთ და შეკრიბეთ მეგობრები, კოლეგები და სამომავლო გეგმები დასახეთ. თუ საქმეებში წარმატების მიღწევა გსურთ, თამამად უნდა გამოავლინოთ ლიდერის, ორგანიზატორის თვისებები.
ტყუპი
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით, რაც განწყობას აგიმაღლებთ და დაგროვილი საქმეების უკეთ შესრულებას შეძლებთ. თუმცა, ამ სასიხარულო ამბის სხვებისთვის გამხელას ნუ იჩქარებთ.
კირჩხიბი
ახალი საქმეების დაწყებას, უმჯობესია, დაწყებულები დაასრულოთ. აგრეთვე მოერიდეთ უფროსთან შეხვედრას, ახალი პროექტების განხილვას ან მოთხოვნების წაყენებას.
ლომი
ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, აგრეთვე მოერიდეთ უცნობებთან გულახდილობას. თუმცა, ნათესავებთან და საყვარელ ადამიანთან შეხვედრა და საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ქალწული
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს და უფრო მეტიც, შეამცირეთ კონტაქტები. დაიწყეთ საკუთარი იდეებისა და პროექტების განხორციელება.
სასწორი
დღეს თქვენს თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარება. უფრო მეტიც, ადამიანს ერთი ფრაზის წარმოთქმისთანავე გაშიფრავთ და არც მისი მზერით თქვენდამი დამოკიდებულების გამოცნობა გაგიჭირდებათ.
მორიელი
დაძაბული დღე გელით. მაქსიმალურად მომთმენი და მობილიზებული უნდა იყოთ. მოერიდეთ უთანხმოებას კოლეგებთან და პარტნიორებთან. უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით, ეცადეთ, ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედოთ.
მშვილდოსანი
საინტერესო და სასიამოვნო ნაცნობობა გელით. ახალგაცნობილი შეიძლება საქმეების მოგვარებაშიც დაგეხმაროთ და თქვენ შორის რომანტიკული ურთიერთობაც ჩამოყალიბდეს.
თხის რქა
ჩამოყალიბდით, ვისთან გსურთ მეგობრობა და ვისთან – თანამშრომლობა. კარგი მეგობარი კარგი კოლეგა ვერ გახდება და პირად საქმეებსაც ყველას ვერ მოუყვებით. ამასთანვე, ისეთ ადამიანებთან იმეგობრეთ, ვინც რეპუტაციას არ შეგილახავთ.
მერწყული
კარგი დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მათ მშვიდ გარემოში შეხვდით და გულახდილად განიხილეთ თქვენთვის აუცილებელი ყველა საკითხი.
თევზები
მაქსიმალურად მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას. უფრო მეტიც, თქვენმა უხეშმა სიტყვამ ან გამოანთქვამმა შეიძლება მათ გული ატკინოს. ამიტომ, მაქსიმალურად ”თბილად” და ”ტკბილად” უნდა ისაუბროთ.