19 აგვისტოს დაბადებულ ადამიანს უყვარს სხვების გაოცება მოულოდნელი სიურპრიზებით

19 აგვისტოს დაბადებულ ადამიანს უყვარს სხვების გაოცება მოულოდნელი სიურპრიზებით

აგვისტო ძველად (ლათ. Augustus) განსაკუთრებულ, სხვა თვეებს შორის ზეაღმატებულ, სამეფო თვედ ითვლებოდა. სახელი კი მას იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად ეწოდა. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთ-ერთია იმ შვიდ თვეს შორის, რომელიც 191 რიცხვით გადის. ძველად ამბობდნენ, "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა, ხშირად ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არაა, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.

  • როგორია 19 აგვისტოს დაბადებული ადამიანი

19 აგვისტოს დაბადებული ადამიანები ძალზე მგრძნობიარე და ემოციური ნატურები არიან. მათ ძალიან უყვართ საკუთარ თავზე მითების შექმნა და მაქსიმალურად ცდილობენ, საკუთარი ცხოვრების დეტალები გაასაიდუმლოონ. თუმცა, ამის მიზეზი პირადი უსაფრთხოების დაცვაზე მეტად არის ის, რომ ამ ხალხს ძალიან უყვარს სხვების გაოცება მოულოდნელი სიურპრიზებით.