ავტორი:

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი - რას ურჩევენ ასტროლოგები ზოდიაქო ნიშნებს

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი - რას ურჩევენ ასტროლოგები ზოდიაქო ნიშნებს

ვერძი

პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ნებისმიერ ფასად მასისგან გამორჩევას ერიდოთ და თქვენი აზრი სხვებს თავზე არ მოახვიოთ. ასეთ ქმედებას შეიძლება შეცდომა, ფინანსური ზარალი ან ავტორიტეტის შელახვა მოჰყვეს.

კურო

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და ძველი ურთიერთობის განახლებისთვის, მოგზაურობისა და სტუმრების მიღებისთვის. გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ გამოჩენილმა კეთილგანწყობამ შეიძლება მომავალ წარმატებებს საფუძველი ჩაუყაროს. დაბნეულობა და უყურადღებობა პროფესიული საქმიანობის სფეროში პრობლემებს შეგიქმნით. ამ დღეს მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას, ყვავილების კრეფას და ცეცხლის დანთებას. სიზმარში მუსიკალური ინსტრუმენტის ნახვა მოახლოებული სიხარულის ნიშანია.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობის, ახალი ნაცნობობისა და ძველი გრძნობების განახლებისთვის. ვარსკვლავების ამჟამინდელი განლაგება ნებისმიერს თავბრუს დაახვევს, მაგრამ ეცადეთ, საკუთარი თავი არ დაკარგოთ. ხელსაყრელია მგზავრობა ან სტუმრების მიღება.

კირჩხიბი

თქვენს უახლოეს გარემოცვასა და ფინანსურ სფეროში შეიძლება, მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. ცხოვრება თქვენგან გამძლეობას და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს. კარგი იქნება, თუ ახლობელი ადამიანების რჩევებს გაითვალისწინებთ, თუმცა ეს დროებით სულიერ დისკომფორტს გამოიწვევს.

ლომი

სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ რეალური მდგომარეობის შეფასება გიჭირთ. ფრთხილად იყავით, სამსახურში შეცდომები არ დაუშვათ, რათა უფროსის ან თანამშრომლების შენიშვნა არ დაიმსახუროთ. თქვენი ემოციური აფეთქებები ან იმპულსური მოქმედებები გარშემო მყოფებისთვის გაუგებარი იქნება. მოერიდეთ პრობლემების დრამატიზებას.

ქალწული

ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზები და ახალი ნაცნობობა გელით. სამსახურში მოსალოდნელმა ცვლილებებმა არ უნდა შეგაწუხოთ, მაშინაც კი, თუნდაც თავიდან გაუგებარი და უსიამოვნო მოგეჩვენოთ. პროფესიულ სფეროში წარმატებას მიაღწევთ, თუმცა გრძნობთ, რომ ეს არასაკმარისია. გირჩევთ, განაახლოთ შეწყვეტილ პროექტზე მუშაობა - ეს სარგებელს მოგიტანთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ქორწინებისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. გირჩევთ, საკუთარი ენერგია, დრო და ფული ტყუილად არ გაფლანგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდება. მოსალოდნელია თქვენი ან ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

მორიელი

დაუთმეთ ეს დღე მშობლებთან და უფროსი თაობის ნათესავებთან ურთიერთობას - მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ხანდაზმულ ადამიანებში მოსალოდნელია ნერვიულობა, რომელიც შეიძლება სარკაზმად და აგრესიად გადაიქცეს. გარშემომყოფებისთვის თქვენი ხასიათი მძიმე ტვირთად იქცა. გახსოვდეთ, რომ მორიელის ნაკბენი შეიძლება თავად მას მოუბრუნდეს, რასაც თვითგანადგურება მოჰყვება.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობის, ახალი ნაცნობობის და ძველი გრძნობების განახლებისთვის. სასურველია მოგზაურობა ან სტუმრების მიღება. ურთიერთობაში გულწრფელობა, პიროვნული ხიბლი და ორიგინალური აზროვნება მომავალი წარმატებების საფუძველს შექმნის. სიზმარში კამათი და ბრძოლა კეთილდღეობას მოასწავებს.

თხის რქა

ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. მოსალოდნელია პარტნიორების მხრიდან თავდასხმები, თუმცა გაუგებრობა დროებითია და ამაზე არ უნდა ინერვიულოთ. გირჩევთ, დაწყებული საქმე დაასრულოთ, ეს სარგებელს მოგიტანთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობის, ახალი ნაცნობობის და ძველი გრძნობების განახლებისთვის. თქვენს პიროვნულ მომხიბვლელობას და არაორდინარულ აზროვნებას შეუძლია მომავალ ფინანსურ წარმატებას საფუძველი ჩაუყაროს. ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლას შეძლებთ.

თევზი

თევზების სტაბილური მდგომარეობა გრძელდება. ეცადეთ, ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი ღირსეულად გაუმკლავდეთ. ტაქტისა და მოთმინების წყალობით საქმიანობის ახალი ეტაპზე გადასვლისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნით. დღის ბოლოს მოსალოდნელია გადაღლა. გამორიცხული არ არის ოჯახის უფროს წევრებთან კონფლიქტი. თქვენ ხანგრძლივი და კარგი დასვენება გჭირდებათ.

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

დღე, რომელიც მთელ დარჩენილ წელიწადზე იმოქმედებს - რას მოგვიტანს 12 აპრილის ახალმთავრეობა, რომლის მსგავსიც ბოლოს 12 წლის წინ იყო

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის