ავტორი:

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 04:25-ზე, მთვარე მორიელშია

საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ; კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.

ვერძი

დღეს უფრო მტკიცე და აქტიური ხართ. საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას და გახდები თავდაჯერებული, რომ გაუმკლავდეთ სხვადასხვა საქმეს. მოსალოდნელია დაძაბულობა, არეულობა ან თუნდაც ემოციური აფეთქებები, განსაკუთრებით ოჯახურ და პარტნიორულ ურთიერთობებში. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება შესაფერისი დროისთვის.

კურო

შესაძლოა ახლობლებს შორის მცირე დავა ან უთანხმოება წარმოიშვას. ცუდმა ამბებმა ახლობელზე, პარტნიორზე შეიძლება გაგიფანტოთ ყურადღება. დღეს შეიძლება ბევრი შრომა მოგიწიოთ. სიფრთხილეა საჭირო უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას. ზომიერად ხარჯეთ ფინანსები.

ტყუპი

ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. სასურველი შედეგის მისაღწევად ბიზნესსფეროში დიდი ძალისხმევაა საჭირო. შესაძლო შეტაკებები კონკურენტებთან. ატმოსფერო ოჯახში თბილი დარჩება, თუ საჭირბორო საკითხზე არ იკამათებთ.

კირჩხიბი

აღივსებით იდეებითა და მათი განხორციელების სურვილით. სამსახურში თუ ბიზნესში მიიღებთ გარკვეულ სარგებელს და ეს თქვენი დისციპლინის გამო მოხდება. პირად ურთიერთობებში ოჯახის გარემოცვაში თავს ბედნიერად და მშვიდად იგრძნობთ. ახალდაწყებულ სასიყვარულო ურთიერთობაშიც ყველაფერი კარგად იქნება.

ლომი

ენერგიის მოპოვება შეგიძლიათ ადამიანებთან კომუნიკაციიდან, მოძრაობიდან. ამიტომ, ნუ იტყვით უარს შეხვედრებზე, დავალებების განხილვაზე. მატერიალური საკითხების მოგვარებისას მეტი დაკვირვება გმართებთ. საჭიროა არა მხოლოდ პრობლემის დანახვა, არამედ მისი გადაჭრაც.

ქალწული

მოულოდნელად და დაჟინებით გაჩენილი სურვილები უფრო მეტად წარმოიქმნება მოწყენილობისგან, ვიდრე ნამდვილი საჭიროებიდან. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. ახლა არ არის დრო, რომ დაჟინებით მოითხოვოთ პრობლემების გადაჭრა ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ახლა არის საუკეთესო დრო თქვენი საჭიროებების შესასწავლად.

სასწორი

რუტინული საქმეების მოგვარება მოგიწევთ. ზოგი პრობლემა შეიძლება მოულოდნელად თქვენს სასარგებლოდ გადაიქცეს. დღეს საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას იგრძნობთ. საღამოს სახლში ნუ ჩქარობთ, კარგი იქნება მეგობართან შეხვედრა, ფინჯანი ყავის დალევა.

მორიელი

ზომიერება გმართებთ მუშაობის დროსაც და საოჯახო საქმეების შესრულების დროსაც კი. იყავით დაკვირვებული, სამსახურში შეიძლება მოიმატოს კონკურენციამ. ძალიან მკაცრი და პრეტენზიული ხართ კოლეგებისა და ოჯახის წევრების მიმართ; ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს უყენებთ მათ. საღამოს მოგინდებათ განმარტოება

მშვილდოსანი

კარგი დროა ნებისმიერი კოლექტიური საქმიანობისთვის. დღეს მიხვდებით, რომელ თქვენს ამჟამინდელ მეგობართან ღირს მომავალში თანამშრომლობა და ვის უნდა დაშორდეთ ცივილიზებულად. გადაუდებელი ამოცანების გადაჭრას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტნიორებთან დამყარებული კავშირები. თუ ხართ ჩართული სასამართლოში ან პროფესიულ დავაში, დროა მიმართოთ პროფესიონალს.

თხის რქა

დღეს თქვენ წინაშეა გარკვეული ამოცანები, რომელთა გადაჭრაც დაკვირვებას ითხოვს. ნაკლები იფიქრე, მეტი გააკეთე. სასურველია თავიდან აიცილოთ ჩხუბი და კონფლიქტი. თუ ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტას ან პროფესიის შეცვლას აპირებთ, გააკეთეთ ეს ლამაზად, შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა ყოფილ პარტნიორებთან.

მერწყული

დღეს კარგი დღეა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად. სპორტი და ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს სტრესის შემცირებას. თავდაჯერებულობა ხელს უწყობს მოვალეობების შესრულებას, საქმიანი პრობლემების მოგვარებას.

თევზები

დღეს უფრო მტკიცე და აქტიური ხართ. საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას და გახდები თავდაჯერებული, რომ გაუმკლავდები ვალდებულებებს თუ მოგეჩვენებათ, რომ თქვენი პარტნიორი გაცივდა თქვენს მიმართ, ნუ ჩქარობთ განგაშის ატეხას, აცადეთ, არ გირჩევთ მანიპულაციური ხრიკებით სიტუაციაში გარკვევას.