კურო
გაუფრთხილდით ურთიერთობას გარშემო მყოფებთან; მოერიდეთ კონფლიქტებს. უმჯობესია, პრობლემების მოსაგვარებლად გაერთიანდეთ. ნუ გაცურავთ დინების საწინააღმდეგოდ. სასიამოვნო გარემო შეიქმენით და მნიშვნელოვან ახალ ამბებს დაელოდეთ.
ტყუპი
ნუ გამოიყენთ ზედაპირულ დასკვნებს. ყველა საკითხს ჩაუღრმავდით. აზრთა სხვადასხვაობის გამო მოსალოდნელია სტრესი. კონტაქტებითა და ინფორმაციით დატვირთული დღე გელით.
კირჩხიბი
დღეს მთვარე თქვენს ნიშანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ საოჯახო საქმეებს, ოჯახის წევრებს. კარგი დღეა სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, აბაზანის მისაღებად და ცურვისთვის.
ლომი
ჯერ მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ. დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. კარგი დღეა სარეკლამო სფერში მომუშავეთათვის. გაიუმჯობესეთ იმიჯი.
ქალწული
ცვლილებების პერიოდი დაგიდგათ. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანებთან. კარგი დღეა რომანტიკისა და ფლირტისთვის. უკვე არსებულ ურთიერთობაში ახალი იმედები და გეგმები გაჩნდება.
სასწორი
ოცნების ნაცვლად მოქმედება მოგიწევთ. მოთმინებით აღიჭურვეთ და იმუშავეთ; იყავით მეტად სერიოზული. ზოგიერთ მიზანს მხოლოდ მოთმინებითა და დისციპლინით მიაღწევთ.
მორიელი
რთული დღეა კონტაქტებისთვის. გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ. მოაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები. კარგი დღა ფიზიკური აქტივობისთვის. საღამოს საოჯახო საქმიანობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა სურვილების ასასრულებლად, საყიდლებისთვის, მცირე სარემონტო სამუშაოებისთვის. ემოციური შეხვედრა გელით ოჯახის ნათესავებთან. საღამო მშვიდ, კომფორტულ გარემოში გაატარეთ.
თხის რქა
კარგი დღეა კონსტრუქციული საუბრისთვის. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. საღამოს ისეთი საქმიანობა წამოიწყეთ, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მერწყული
რთული სიტუაციიდანაც კი სწორ გამოსავალს იპოვით. კარგი დღეა გულახდილი საუბრებისთვის, თუ თქვენ მსმენელის როლში იქნებით. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ.
თევზები
დღეს მეტად დაისვენეთ, რადგან ხვალ ისევ "ბრძოლაში ჩართვა" გელით. შეხვდით თქვენთვის საინტერესო ხალხს, დაკავდით სასიამოვნო საქმიანობით. მოსალოდნელია ახალი საინტერესო ნაცნობობა.