კურო
შემოქმედებით საქმიანობასა და სიყვარულში გაგიმართლებთ. გაგიადვილდებათ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა. კარგია საყიდლები.
ტყუპი
მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები. ივარჯიშეთ, მეგობრებთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად, სიმპატიის გამოსახატავად.
კირჩხიბი
ჰარმონიული და კონფორტული დღე გელით. კარგია ვარჯიში, საოჯახო საქმეების მოგვარება, მიღებული ინფორმაციის განხილვა, დახარისხება.
ლომი
მეგობრული და საქმიანი შეხვედრები წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, საყიდლებისთვის. შეიცვალეთ გარეგნობა; ივარჯიშეთ.
ქალწული
დღეს საქმეების შესრულება და სასიამოვნო მომენტები ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების მიმართ.
სასწორი
დაასრულეთ მივიწყებული საქმეები. მოაწესრიგეთ ძველი ნივთები, შეაკეთეთ ისინი. ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ ზედმეტად კრიტიკული.
მორიელი
თანამოაზრეებთან ერთად მუშაობა გაგიადვილდებათ. კარგი დღეა სამომავლო პერსპექტივების განსახილველად. გაუფრთხილდით ურთიერთობას გარშემო მყოფებთან.
მშვილდოსანი
შეასრულეთ ახლობლებისა და უფროსის მითითება; ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
თხის რქა
დღეს დასვენება და საქმეები ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ, მაგრამ ორივე სფერო სასიამოვნო მომენტებით იქნება აღსავსე. კარგი დღეა მეგობრული შეხვედრებისთვის, ვირტუალური მიმოწერისთვის.
მერწყული
დღე პრაქტიკულ საქმიანობას დაუთმეთ, ოცნებები მომავლისთვის გადადეთ. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებამ მოგიწიოთ. ამიტომ, ყურადღებით იყავით. ურთიერთობაში მხარდაჭერა და დახმარება სიტყვებზე დიდ ეფექტს მოახდენს.
თევზები
შეაგროვეთ საჭირო ინფორმაცია. კარგი დღეა სარემონტო საქმიანობისა და სახლის დალაგებისთვის. საღამოს განაახლეთ ახლობლებთან მიმოწერა; შეხვდით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს.