19 ივლისი სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე ვერძშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
ვერძი: მშვიდი, ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, საქმიან პარტნიორებთან. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კურო: სასიამოვნო საქმეებს იოლად შეასრულებთ. კარგი დღეა საჭირო ინფორმაციის, ცოდნის მისაღებად. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, არ აჰყვეთ პროვოკაციას.
ტყუპი: ფრთხილი და დაკვირვებული იყავით ყველაფრის მიმართ. მოერიდეთ უხეშ და აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას.
კირჩხიბი: იზრუნეთ საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე. ჰარმონიული განწყობა შეიქმენით სამსახურშიც და ოჯახის წევრებთანაც. საქმიანი პარტნიორების მიმართ იყავით დიპლომატიური.
ლომი: ნურავის ანდობთ საკუთარ საიდუმლოს, დახმარებისა და თანაგრძნობის ნაცვლად შეიძლება დაცინვა მიიღოთ. ნურც ფინანსებს ანდობთ. უმჯობესია, დღეს საკუთარ თავზე იზრუნოთ.
ქალწული: სახლშიც და სამსახურშიც ემოციურად რეაგირებთ წვრილმანებზე, რაც სიკეთეს არ მოგიტანთ. უმჯობესია, დღეს მშვიდი საქმეები შეასრულოთ, ნუ გამოავლენთ ინიციატივს.
სასწორი: სიფრთხილე გმართებთ უცხოებთან, დაკვირვებით აწარმოეთ მოლაპარაკებები. არ გირჩევთ აგრესიულ და აფერისტ ადამიანებთან თანამშრომლობას.
მორიელი: ნუ მისცემთ საკუთარ თავს ზედმეტობის უფლებას, იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული ახლობლებთანაც და უცხოებთანაც. არ შეილახოთ რეპუტაცია საზოგადოებაში.
მშვილდოსანი: შეიქმენით სასიამოვნო გარემო სამსახურში; გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. არ გირჩევთ საკუთარი სიმართლის მტკიცებას აგრესიული მეთოდებით.
თხის რქა: გაფრთხილდით, მოსალოდნელია პრობლემები ინსტრუმენტებთან, ტექნიკასთან, ტრანსპორტთან. არ გაართულოთ გამოკიდებულება კოლეგებთან, ნათესავებთან. ნუ აჰყვებით გარშემო მყოფების აგრესიულობას.
მერწყული: იყავით დაკვირვებული, არ დაუშვათ შეცდომები მუშაობისას. გაგიუმჯობესებათ მატერიალური მდგომარეობა ან მიიღებთ ფულს საჩუქრად. ზოგიერთმა შეიძლება შინაური ცხოველის ყიდვა გადაწყვიტოთ.
თევზები: დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ და აკეთეთ თქვენი საქმე. გაეცალეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. დიპლომატიურობა და ზრდილობა უსიამოვნების არიდებაში დაგეხმარებათ.