19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რაც სრულიად შეგიცვლით დღის გეგმებს. მისი დახმარებით წარმატების მიღწევას შეძლებთ, მაგრამ გარჯაც მოგიწევთ.

ტყუპი

მთელ დღეს მგზავრობაში გაატარებთ. ეცადეთ, არსად არაფერი დაგრჩეთ და არაფერი გამოგრჩეთ. დაფიქრდით, იქნებ დროა, თქვენს ცხოვრებაში რაიმე შეცვალოთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა დოკუმენტებსა და ფინანსურ საბუთებში შეცდომების შესასწორებლად. აგრეთვე, საჭირო ადამიანებისა და ინფორმაციის მოსაძებნად.

ლომი

კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. აგრეთვე, სემინარებსა და კონფერენციებზე დასასწრებად. ახალ აღმოჩენებს გააკეთებთ და საინტერესო ნაცნობებსაც გაიჩენთ.

ქალწული

ფინანსური საკითხები დღის მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა. ეცადეთ მშვიდად მოაგვაროთ წამოჭრილი პრობლემები. შეიძლება ოჯახის ბიუჯეტში ან საქმიან დოკუმენტებში ცვლილებების შეტანამ მოგიწიოთ.

სასწორი

განწყობის ცვალებადობაა მოსალოდნელი. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, მშვიდ გარემოში და მოერიდოთ სტრესულ სიტუაციებს.

მორიელი

ნუ აჰყვებით ემოციებს; ფანტაზიებმა შეიძლება რეალობას მოგწყვიტონ და საქმეები დაგიზარალდეთ. აგრეთვე, მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას.

მშვილდოსანი

დღის მთავარი საკითხი მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა იქნება. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო ან ახალი სამსახური გამოგიჩნდეთ.

თხის რქა

სანამ საკუთარ თავს, დამოკიდებულებას კონკრეტული ფაქტებისადმი არ შეცვლით, ვერაფერს მიაღწევთ. გახსოვდეთ, სამყაროს შეცვლა თუ გსურთ, ცვლილებები საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ.

მერწყული

თუ არ გსურთ გარშემო მყოფებში შური და სარკაზმი გამოიწვიოთ, ნაკლებად ჩაახედეთ ისინი თქვენს სამსახურის საქმეებში და პირად ცხოვრებაში.

თევზები

თუ იცით, რა გსურთ, ისიც გეცოდინებათ როგორ მიაღწიოთ საწადელს. ეცადეთ, საკუთარ გეგმებში მხოლოდ ის ადამიანი ჩაახედოთ, ვინც არ გიღალატებთ და დაგეხმარებათ კიდეც.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით