19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ერთგულ და გამოცდილ თანამოაზრეებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. საყვარელი ადამიანისგან შეიძლება სიცივე იგრძნოთ. ზომიერება გმართებთ კვებასა და გართობაში.

ტყუპი

დილიდანვე შეუდექით საქმეების მოგვარებას. წარმატება გელით, კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. ახლობლების მიმართ მატერიალური და მორალური მხარდაჭერა გმართებთ.

კირჩხიბი

მეტად დაისვენეთ, განსაკუთრებით, თუ შვებულებაში ხართ. ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი ვალდებულებებით. გაიუმჯობესეთ პირადი ურთიერთობები.

ლომი

დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. ყველა საქმე გამოგივათ, თუ მოინდომებთ და დაკვირვებულად იმოქმედებთ. საღამოს განმარტოება, მშვიდ გარემოში დასვენება მოგინდებათ.

ქალწული

ცოტა ხნით წარსულს დაუბრუნდით, გადახედეთ საქმეებს. გამოასწორეთ და დაასრულეთ ისინი. განაახლეთ ურთიერთობა მეგობრებთან, ზოგიერთი ძველ პარტნიორს დაუბრუნდება.

სასწორი

მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. ზოგიერთი ძველ ჰობის გაიხსენებს, რაც ფულს მოუტანს.

მორიელი

მეტი დრო დაუთმეთ ვალების დაბრუნებას, ახლობლებისთვის დანაპირების შესრულებას. დღეს თქვენს კეთილგანწყობას ყველა ვერ მოიპოვებს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი

დილიდანვე შეუდექით რთული საქმეების მოგვარებას, დანიშნეთ შეხვედრები. უსიამოვნო მოგონებებს და ადამიანებს თავი არ დააჩაგვრინოთ. არ ჩაერიოთ სხვათა კამათში.

თხის რქა

დილიდანვე "დააპროგრამეთ" საკუთარი თავი, რომ თქვენ ყველაფერი გამოგივათ. შეიძლება განმეორდეს წარსული სიტუაცია; განახლდეს ძველი პროექტი. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ კრიტიკან ადამიანებს.

მერწყული

დღეს გეგმის მიხედვით უნდა იმოქმედოთ. სიტუაცია არც ისეთი ცუდი და რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ეცადეთ, ყველგან დაიცვათ წესები.

თევზები

გადახედეთ წარსულ საქმეებს, გაიხსენეთ სიტუაციები, რომლებიც შეგიძლიათ გამოასწოროთ. მეტად დაისვენეთ და კომპანიონებად მშვიდი, გამოცდილი ადამიანები შეარჩიეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით