პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 22:50-ზე
საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი - არა.
ვერძი
დღეს გექნებათ საშუალება წინ წახვიდეთ იმ საქმეში, რომელიც უიმედოდ გეჩვენებოდათ. არ გაუშვათ ეს შანსი. არ გირჩევთ რთული გადაწყვეტილებების მიღებას, უმოკლესი გზა იქნება ყველაზე მარტივი და გასაგები. საღამო გაატარეთ მშვიდ გარემოში.
კურო
დღეს გააკეთეთ მხოლოდ ის, რასაც ვერ გადადებთ. ბოლო დროს ხშირად გიწევთ შრომა და თითქმის დაივიწყეთ დასვენება და აგრთობა. დროა, იზრუნოთ საკუთარ თავზე, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ტყუპი
ნებისმიერი წვლილი თქვენს საქმიანობაში შეუმჩნეველი არ დარჩება და დაფასდება. დაეხმარეთ თქვენს პარტნიორს რთული საკითხის გადაჭრაში, გაუკეთეთ მოულოდნელი საჩუქარი. დაფიქრდით როგორ გაახაროთ საყვარელი ადამიანი. ეს გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას.
კირჩხიბი
დღეს ნუ უგულებელყოფთ რჩევებს, მით უმეტეს, ახლობელი ადამიანებისგან, რომლებიც გულწრფელად გისურვებთ სიკეთეს. გახსოვდეთ, რომ გარედან სიტუაცია სრულიად განსხვავებულად ჩანს და ყური დაუგდეთ რეკომენდაციებს - სავარაუდოდ, ისინი პრაქტიკული აღმოჩნდებიან.
ლომი
დღე ხელსაყრელია ინოვაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თუ დიდი ხანია გსურთ ვარჯიშის დაწყება, ექსტრემალური გართობა, ახალი გატაცება, ან იქნებ გსურთ შეიცვალოთ ვარცხნილობა? ხვალიდან გააქტიურდით. დღეს საღამოს მხოლოდ დაგეგმეთ.
ქალწული
დღეს მიდრეკილნი ხართ ყველაფრის დრამატიზირებისკენ. ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს. ყველაფერი არც ისე რთულადაა, როგორც თქვენ ფიქრობთ. შეეცადეთ მოეპყროთ ყველაფერს რაც შეიძლება გულგრილად, გამოავლინოთ იუმორის გრძნობა და იფიქრეთ მხოლოდ კარგზე.
სასწორი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან, საქმიან პარტნიორებთან. ეცადეთ, დალაგება პარტნიორთან ურთიერთობა. დაასრულეთ დაწყებული საქმეები და ეცადეთ, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ.
მორიელი
ენერგიით, აღსავსე იქნებით, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. დაფიქრდით ცხოვრების რომელ სფეროზე უნდა იყოს მიმართული, რა საკითხები უნდა გადაწყდეს ახლავე. გახსოვდეთ, რომ წინ შაბათ-კვირაა და ნუ აიღებთ ძალიან ბევრ საქმეს, დაიტოვეთ დრო დასვენებისთვის.
მშვილდოსანი
არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულებები. იყავით მომართული პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მსუბუქად შეხედეთ მოვლენებს. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს, არ გირჩევთ თვითმკურნალობის.
თხის რქა
დღეს შეგიძლიათ გაიგოთ, რომ ახლობელი ადამიანების ცხოვრებაში ცვლილებებია. შეეცადეთ მშვიდად მიიღოთ ეს და არ გამოხატოთ უკმაყოფილება, თუნდაც რაღაც არ მოგწონდეთ. სჯობს, მხარი დაუჭიროთ ყველა საქმეში, ის მადლობელი იქნება თქვენი.
მერწყული
დღეს მოგიწევთ მონაწილეობა მიიღოთ გარშემო მყოფების ცხოვრებაში - მატერიალური დახმარება, რჩევა, მორალური მხარდაჭერა - შეეცადეთ მისცეთ მათ მართლაც სასარგებლო რჩევები და მხარი დაუჭირეთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.
თევზები
შესანიშნავი დროა ყიდვა-გაყიდვისთვის. უმჯობესია, მოიცილოთ უსარგებლო ნივთები. ამასთან გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ აფერისტების მსხვერპლი. პარასკევი ასევე შესაფერისია ახალი სამუშაოს მოსაძებნად. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ხვალ მიიღეთ.