19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, მოსალოდნელია ტრავმა, დაპირისპირება გარშემო მყოფებთან. თუ საღამოს სტუმრად აპირებთ წასვლას, უფროსებთან ურთიერთობისას ტაქტი გამოიჩინეთ.

ტყუპი

შეხვედრები, მოლაპარაკებები და დოკუმენტებზე მუშაობა უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. მოსალოდნელია ტრავმა და ქრონიკული დაავადების გამძაფრება. მოერიდეთ ხალხის მასებს, არაფერი დაკარგოთ ან ამოგაცალონ.

კირჩხიბი

კარგი დღეა სამსახურის საქმეების შესასრულებლად. ახალი საქმეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ და მათი დახმარებით არც შესრულება გაგიჭირდებათ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

ლომი

დღეს იღბალი გამოცდას გიწყობთ; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები, ნუ გაართულებთ სიტუაციას. დღეს გაწყვეტილ კავშირებს ვეღარ აღადგენთ.

ქალწული

ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. ნუ გაამძაფრებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან. გელით მოულოდნელი ხარჯი. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ.

სასწორი

ურთიერთობის, პატიების დღეა. აგრეთვე კარგია რაიმეს შესასწავლად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ახალი ნაცნობობისთვის. საღამოს საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება.

მორიელი

სიმშვიდე, სამართლიანობა და საღი აზროვნება – აი, დღევანდელი დღის დევიზი. საყვარელ ადამიანთან მცირე უსიამოვნებაც კი შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ფული ეკონომიურად ხარჯეთ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას. გაუფრთხილდით ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, ინიციატივის გამოჩენას. თქვენი საქმე მშვიდად, ყურადღებით აკეთეთ.

თხის რქა

ტრავმამ ან მოულოდნელმა ავადმყოფობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ საქმეების მოგვარებაში. მოერიდეთ, ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. ნუ გაფლანგავთ ფულს.

მერწყული

კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის. ნუ მოახვევთ გარშემო მყოფებს საკუთარ აზრს; გამოძებნეთ კომპრომისი. საღამოს საშუალება მოგეცემათ ან გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება ან – ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

თევზები

კარგი დღეა საქმეების მოსაგვარებლად, რემონტის დასაწყებად. საყიდლებისა და ინტერიერის შესაცვლელად. ნუ გადაიღლებით, თორემ ეს უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით