კურო
პოზიტიური დღე გელით, თავგადასავლები გაგიტაცებთ. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად. სარემონტო საკითხები ნათესავებთან ერთად განიხილეთ.
ტყუპი
კარგი დღეა შეხვედრებისა და ნაცნობისთვის, ახალი ურთიერთობების დასაწყებად. შუადღის შემდეგ რომანტიკული თავგადასავლები გაგიტაცებთ.
კირჩხიბი
ნუ ხართ ზედმეტად პრეტენზიული და მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ. აგრეთვე, მოერიდეთ კოლეგებისა და მეგობრების კრიტიკას. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.
ლომი
პოზიტიური და კეთილი დღე გელოდებათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. საღამოს მეგობრებს შეხვდით.
ქალწული
დღეს თქვენი აზრი უცხოებისთვისაც კი მნიშვნელოვანია, აღარაფერს ვამბობთ კოლეგებსა და მეგობრებზე. გარშემო მყოფებს იდეები მათთვის გასაგებ ენაზე აუხსენით. ზოგიერთს რომანტიკული სიურპრიზი ელის.
სასწორი
კარგი დღეა გარემოს შესაცვლელად, ახალი ემოციების მისაღებად. საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. საღამოს ოჯახური წვეულება მოაწყვეთ.
მორიელი
მშვიდი, ზოგისთვის მოსაწყენი დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ მშვიდ გარემოში. საღამო - ნათესავებთან ერთად. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
მშვილდოსანი
საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. არ იზარმაცოთ, იყავით აქტიური, თორემ კონკურენტები გაჯობებენ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება გელით.
თხის რქა
კარგი დღეა აქტიური მოქმედებისთვის. მორიდებით ვერაფერს მიაღწევთ. თამამად გაუმხილეთ ბიზნესპარტნიორებს თქვენი იდეები. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.
მერწყული
ხარვეზების გამო გარშემო მყოფებსა და კოლეგებს ნუ დაადანაშაულებთ. იყავით მეტად დაკვირვებული. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად შინაურულ გარემოში გაატარეთ.
თევზები
ნუ იზარმაცებთ, მეტი დრო დაუთმეთ საოფისე საქმეებს. დღის მეორე ნახევარში შეხვდით ნათესავებს, გააკვირვეთ ისინი თქვენი კულინარიული შედევრებით.