ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია
დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
ვერძი
დღეს არ მოგიწევთ დიდი დროის დახარჯვა უფროსთან საქმის დალაგებაზე. შეეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენი ავტორიტეტი, როგორც მის, ასევე თქვენი კოლეგების თვალში, არ დაზარალდეს.
კურო
ვარსკვლავები არ გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რასაც თქვენი კოლეგები აკეთებენ. თუ თქვენი ფუნქციები ზოგადად მსგავსია, ისინი განსხვავდებიან დეტალურად და თქვენი მიდგომები ამოცანების შესრულების მიმართ არ არის იგივე. არ დაგავიწყდეთ, რომ ინდივიდუალური ხართ.
ტყუპი
კარგი დღეა ხელების დასაკაპიწებლად და სამუშაოს არა მხოლოდ დასაწყებად, არამედ მის დასასრულებლადაც. მოერიდეთ ფულის დაუფიქრებლად დახარჯვას. ახლა ნამდვილად არ გჭირდებათ არაფრის ყიდვა.
კირჩხიბი
დღეს შესაძლოა სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეთ. იყავით ჩვეულებრივზე ნაკლებად უშუალო. თქვენ არ გჭირდებათ დიპლომატიური სასწაულების მოხდენა, უბრალოდ ეცადეთ იყოთ უფრო თავაზიანი.
ლომი
დღეს ყველას ყურადღების ცენტრში იქნებით. ამასთან, გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. დააკვირდით რისგან შედგება თქვენი ცხოვრება, რა გსურთ სინამდვილეში და მაშინვე გაიგებთ როგორ იმოქმედოთ.
ქალწული
დღეს დიდია ახალი მეგობრების შეძენის ალბათობა; იყავით ღია კომუნიკაციაში. თქვენ სავსე ხართ ენერგიითა და კარგად მუშაობის სურვილით, თუმცა რატომ ელოდებით სხვას? იქნებ დროა გახდეთ ძლიერი ადამიანი და თავად გადაწყვიტოთ ყველაფერი? დაფიქრდით.
სასწორი
დღეს ნამდვილად გაუსაძლისი მოსაუბრე გახდებით. გარშემო მყოფები, როგორც წესი, ძალიან ღიზიანდებიან, როცა ვიღაც გამუდმებით უხსნით, რომ მათ ყველაფერი სხვებზე უკეთ იციან. დღეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება და საქმეები კარგად წავა.
მორიელი
დღეს უფროსთან რთული საუბარი გელოდებათ უშუალო პასუხისმგებლობების გაზრდაზე. გააკეთეთ ყველაფერი, რომ არ აიღოთ ძალიან ბევრი სამუშაო ძალიან მცირე ანაზღაურებით.
მშვილდოსანი
მთელი დღე უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებით. შეეცადეთ შეაფასოთ თქვენი ქმედებები ობიექტურად. შესაძლოა, ეს ქცევა აიხსნება მენეჯერის სურვილით, რომ დაგაწინაურონ თქვენი დამსახურების გამო.
თხის რქა
დღეს შეძლებთ ბევრ ადამიანს ესაუბროთ იმაზე, რასაც დიდი ხანია გეგმავთ. საყვარელ ადამიანთან, მშობლებთან ან მეგობართან ერთად შეძლებთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გაერთიანებას. დღევანდელი დღე გრძელი და დამღლელი იქნება.
მერწყული
ყოველთვის სასიამოვნოა საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნვა. დღეს სწორედ ასეთი შესაძლებლობა გექნებათ. გარდა ამისა, საუკეთესო დღეა სეირნობისთვის. თქვენ ბევრი იმუშავეთ ბოლო დღეებში და ახლა შეგიძლიათ შეიძინოთ რამე ძვირად ღირებული საკუთარი თავისთვის.
თევზები
დღეს ვარსკვლავები არ გირჩევენ ვინმეს გაუზიაროთ თქვენი ოცნებები და გამოცდილება. სამსახურში - მუშაობა და ყველაფერი პირადი ოფისის გარეთ. ახალ მიდგომებს და ახალ იდეებს დღეს უდიდესი წარმატება ექნება. შეეცადეთ შეცვალოთ რაღაც ისეთ სფეროში, სადაც აქამდე ცვლილებები არ ყოფილა.