კვირა, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 07:30-ზე, 19:12-დან მთვარე თევზებშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის, უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
ვერძი
რომანტიკული ურთიერთობები კარგად განვითარდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დიდ სიხარულს მოაქვს. თუ ჯერ არ შეხვედრიხართ თქვენს მეორე ნახევარს საინტერესო ნაცნობება გელოდებათ.
კურო
დღეს ბევრი თქვენი იდეის რეალიზება შეგიძლიათ. ხელსაყრელი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, საყვარელი ადამიანების დასახმარებლად. კარგია სტუმრების მიღება სახლში.
ტყუპი
შესანიშნავად აგვარებთ პრობლემებს, სწრაფად იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. შესაძლებელია ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარება. თქვენი სურვილი, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა სხვებთან, დასაფასებელია, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ საკუთარი ინტერესებიც.
კირჩხიბი
გექნებათ საშუალება, ბევრი კარგი რამე გააკეთოთ საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა გელოდებათ. ისინი მზად არიან გაგიზიარონ ცოდნა და გამოცდილება; არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.
ლომი
ნაყოფიერი დღეა. როგორი ბიზნესის გაკეთებაც არ უნდა გადაწყვიტოთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. შესაძლებელია დაუგეგმავი მოგზაურობები, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდება. გაცნობა, მათ შორის რომანტიკული, სავარაუდოდ მგზავრობისას მოხდება.
ქალწული
ფრთხილად უნდა იყოთ, განსაკუთრებით დილით. ეს არის ძლიერი ემოციების დრო, რომელიც ჩვეულებრივ მშვიდ და გაწონასწორებულ ქალწულებსაც კი გამოიყვანენ წყობიდან. შესაძლებელია დაუგეგმავი ხარჯები, წარუმატებელი შესყიდვები, ფინანსური ზარალი.
სასწორები
არ გარისკოთ, გააზრებული ნაბიჯები გადადგით. ყურადღებით დაგეგმილი ქმედებები კარგ შედეგს მოიტანს. სავარაუდოა უთანხმოება საყვარელ ადამიანებთან, ზოგიერთმა ძველმა პრობლემამ შეიძლება თავი შეგახსენოთ. გაფრთხილდით, შესაძლებელია მეგობრებთან კამათი.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა საქმიანი კომუნიკაციისთვის, სამუშაო საკითხების არაფორმალურ გარემოში განხილვისთვის. თქვენ ადვილად მიაღწევთ ურთიერთგაგებას იმ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ თქვენს ჰობისა და ბიზნესინტერესებს. ნებისმიერი მოგზაურობა, გარემოს შეცვლა კარგია.
მშვილდოსანი
მშვენიერი დღეა ახალის მისაღებად: სწრაფად მიაღწევთ წარმატებებს, რაც ძალიან გაგიხარდებათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად შეგიძლიათ, რადგან ინტუიცია და საღი აზრი არ გაკლიათ და არც რჩევა გჭირდებათ. დღის დასასრული სასიამოვნო სიახლეებით გაახარებთ.
თხის რქა
შეგიძლიათ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ, შეხვდეთ თქვენზე მზრუნველ ადამიანებს, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გაქვთ ახალი იდეები, რომელთა განხორციელებაც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. სპორტი დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა.
მერწყული
კარგი დღეა ფინანსური თვალსაზრისით: შესაძლებელია მიიღოთ მნიშვნელოვანი საქმიანი შეთავაზებები. თუ ვალდებულებებს სწრაფად გაუმკლავდებით, გექნებათ დრო დასვენებისთვის, გართობისა და სასიამოვნო შეხვედრებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
თევზი
დღის ბოლოს აუცილებლად მიაღწევთ თქვენს მიზანს, მიიღებთ შესანიშნავ შედეგებს. თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ სახლის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობაში. ეცადეთ არ დადოთ დაპირებები, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებს. შესაძლებელია მცირე ფინანსური ზარალი.