კურო
დღეს აზრების, გეგმებისა და იდეების გარშემო მყოფებისთვის გაზიარების სურვილი მოგეძალებათ. ეცადეთ, ისეთ ადამიანს გაენდოთ, ვინც იზიარებს თქვენს მოსაზრებებს და ხელსაც შეგიწყობთ მათ რეალიზებაში.
ტყუპი
დილიდან გარშემო მყოფთათვის მითითებების, ბრძანებების გაცემის სურვილი გაგიჩნდებათ. თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, სამუშაო პროცესს ერთიორად გააუმჯობესებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სურვილი შედეგს ვერ გამოიღებს.
კირჩხიბი
კარგი დღეა მოგზაურობისთვის, შთაბეჭდილებების მისაღებად. მოხდება ღირებულებების გადაფასება. შეიძლება ზოგიერთ მოვლენაზე შეგეცვალოთ შეხედულება.
ლომი
რაც უფრო მეტ სითბოსა და მზრუნველობას გამოიჩენთ საყვარელი ადამიანის მიმართ, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. მაქსიმალურად მოერიდეთ ეჭვიანობასა და კონტროლს.
ქალწული
დაუგეგმავი საქმეების შესრულება მოგიწევთ. რაც დაკავშირებული იქნება სახლთან, ოჯახთან, ნათესავებთან. რემონტის დაწყებამდე სპეციალისტებს გაესაუბრეთ.
სასწორი
ახალი გასართობი, ჰობი გამოგიჩნდებათ. ახალ ინტერესს შეიძლება ახლგაცნობლმა ადამიანმა გაზიაროთ. თუმცა, ინტერესი ახალი ჰობის მიმართ ამ პერსონის სიმპათიის გამო უფრო გაგიჩნდებათ.
მორიელი
კარგი დღეა მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება მეგობრების დახმარებით მაღალანაზღაურებადი სამსახური იშოვოთ.
მშვილდოსანი
არ გაგიკვიდეთ, თუ დღის განმავლობაში ხშირად გადააწყდეთ წინააღმდეგობებს, შეფერხებებს. ეცადეთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და პრობლემების მოსაგვარებლად ახალ–ახალი მეთოდები გამოიყენოთ.
თხის რქა
დღეს მიღებული გადაწყვეტილება მთელ თქვენს ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას. ისეთი ვარიანტი აირჩიეთ, რომელსაც გულიც დაეთანხმება და გონებაც.
მერწყული
განაახლეთ ურთიერთობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ნათესავებსა და მეგობრებთან. მათი დახმარებით მატერიალურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ და სამომავლო საქმეებსაც მოაგვარებთ.
თევზები
მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანთან. ამასთანავე, საკუთარ საქმეებზე პასუხისმგებლობას სხვებს ნუ გადაულოცავთ.