19 ნოემბერს დაბადებული ადამიანის ჭეშმარიტი მოწოდება კვლევითი ან საგამოძიებო საქმიანობაა

19 ნოემბერს დაბადებული ადამიანის ჭეშმარიტი მოწოდება კვლევითი ან საგამოძიებო საქმიანობაა

ნოემბერი ძველრომაული კალენდრით მეცხრე, ხოლო გრეგორიანული კალენდრით მეთერთმეტე თვეა. მისი სახელწოდებაც სწორედ ცხრიანს უკავშირდება (ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახელწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.

  • როგორია 19 ნოემბერს დაბადებული ადამიანი

19 ნოემბერს დაბადებული ადამიანები გასაოცარი მაგნეტიზმითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. მათ აქვთ ნიჭი, სხვები დაარწმუნონ ნებისმიერ რამეში არ აქვს მნიშვნელობა სიმართლე იქნება ეს თუ გამოგონილი ამბავი. ამ ხალხის ჭეშმარიტი მოწოდება კვლევითი ან საგამოძიებო საქმიანობაა. სწორედ ამ სფეროში აქვთ შესაძლებლობა მათ თავის დასამკვიდრებლად.