19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: მოერიდეთ ზედმეტ კომუნიკაციას იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: მოერიდეთ ზედმეტ კომუნიკაციას იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 08:36-ზე

რეკომენდებულია: თავშეკავება, დაიცავით მარხვა, არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. მიირთვით მარცვლეული, შინ გამომცხვარი პური, მჭადი. არ არის რეკომენდებული: მოაგვაროთ ფინანსური საქმეები. ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. ფულის სესხება და გასესხება. ახალი თანამშრომლების დაქირავება. მოლაპარაკებების წარმოება. უარყოფითი ემოციების გამოხატვა. არ არის შესაფერისი მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღეს უმჯობესია არ დაქორწინდეთ და არ გამართოთ ქორწილი. შესაძლებელია სკანდალები და ჩხუბი. თუ დღეს პირველი პაემანია, უმჯობესია გადადოთ.

ვერძი

დღეს უცნობებთან ურთიერთობა არასასურველია: ამან შეიძლება უსიამოვნო სიტუაციამდე მიგიყვანოთ, ამიტომ უმჯობესია, ასეთ ადამიანებს მოერიდოთ.

კურო

საბედნიეროდ, დღეს გამოვლენილი ავადმყოფობის სიმპტომი დაღლილობის ბრალია. სავარაუდოდ, ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობდით, ამიტომ ახლა დროა, კარგად დაისვენოთ.

ტყუპი

ბოროტებაზე პასუხის გაცემა ნებისმიერ დღეს არასასურველია, მაგრამ დღეს განსაკუთრებით. არა აქვს მნიშვნელობა თუ ვინ დაიწყო კამათი, აკონტროლეთ ბოროტი ქმედებები და სიტყვები.

კირჩხიბი

დღეს სხვების, მათ შორის საყვარელი ადამიანების მიერ გაკეთებული უსიამოვნო კომენტარები უგულებელყავით: ისინი, სავარაუდოდ, მათ საკუთარ პრობლემებს ასახავს და არა თქვენსას.

ლომი

საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, როდესაც სხვის კონფლიქტში ხართ ჩათრეული, შეეცადოთ გამოიყენოთ თქვენი ავტორიტეტი მეომარი მხარეების შესარიგებლად, ერთი მხარის მეორეზე უპირატესობის მინიჭების გარეშე.

ქალწული

დღეს მოერიდეთ უფროსებთან კონტაქტს. თუ ისინი საუკეთესო ხასიათზე არ არიან, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხის გადაჭრას მოერიდებიან, არამედ თქვენს ნამუშევარში ხარვეზების აღმოჩენის მიზეზებსაც იპოვიან.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ ფულის ფუჭად ფლანგვას: საბედნიეროდ, ფინანსურად კარგად ხართ, მაგრამ ცოტაოდენი გონივრული დანაზოგი არ დაგაზარალებთ. გადადებული ფული კი მოგვიანებით საუკეთესოდ გამოგადგებათ.

მორიელი

კამათის თავიდან ასაცილებლად, რაც დღეს შესაძლებელია, მინიმუმამდე დაიყვანეთ სხვებთან ურთიერთობა, თუმცა განდეგილობაც არ არის რეკომენდებული - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრების გადადება არ შეიძლება.

მშვილდოსანი

ემოციების კონტროლი თქვენი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ დღეს კარგი იდეაა ამ უნარის პრაქტიკაში განხორციელება: ეცადეთ, არ უპასუხოთ არამეგობრულ თავდასხმებს, რომლებსაც დღის განმავლობაში შეიძლება წააწყდეთ.

თხის რქა

მოერიდეთ ზედმეტ კომუნიკაციას იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. მათ შეიძლება ბოროტად ისარგებლონ თქვენი კეთილგანწყობით: იფიქრონ, რომ თქვენი გამოყენება შეუძლიათ და თქვენთვის დამაზიანებელი ქმედებებისკენ გიბიძგონ.

მერწყული

ახლა არ არის გადამწყვეტი მოქმედების დრო, არც პროფესიულ და არც - განსაკუთრებით! - პირად ცხოვრებაში, ამიტომ უმჯობესია დღეს არ დაიწყოთ ახალი პროექტები ან არ მიიღოთ დაქორწინების გადაწყვეტილება.

თევზები

საყვარელი აქტივობები დღეს განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ: როდესაც იგრძნობთ დეპრესიის პირველ ნიშნებს, ჩართეთ თქვენი საყვარელი სერიალი, დაიწყეთ ახალი დეტექტიური რომანის კითხვა, ხატვა, ქსოვა ან თუნდაც, საყვარელი მუსიკის ფონზე ლიტერატურული შედევრის შექმნა.