შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 02:44-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 14:52-ზე
ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გაუფრთხილდით თირკმლებს. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ვერძი: შეიცვლება გარემო ან გართულდება ზოგიერთი საქმის მოგვარება. იყავით მშვიდი და გააზრებულად მიიღეთ გადაწყვეტილებები. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.
კურო: უამრავი მიზეზი გაქვთ კარგი განწყობისა და მხიარულებისთვის. ნუ ჩაიციკლებით, თუ ზოგიერთი რამ არ გამოგივათ. საყვარელი ადამიანი მიღწევებით გაგახარებთ.
ტყუპი: მეტი დრო გაატარეთ შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში. დაუთმეთ დრო საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.
კირჩხიბი: მიხვდებით, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. მიხვდებით, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ მომავალში წარმატებას რომ მიაღწიოთ. ზოგიერ ადამიანს დაშორდებით.
ლომი: გადახედეთ კვირის მოვლენებს, გაიხსენეთ, რა საქმეების შესრულება გსურდათ, რა განახორციელეთ. ცოტა ხანში უკეთესი პერიოდი დაგიდგებათ, ამიტომ სურვილების სია შეადგინეთ.
ქალწული: ნუ განაწყენდებით, თუ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ გამოვა. ეცადეთ, იუმორში გაატაროთ ყველაფერი. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.
სასწორი: საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელოდებათ. გაიცნობთ სასიამოვნო ადამიანებს. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მცირე შეფერხებებს. საღამოს შინ დიდი ხნის უნახავ ნათესავები მიიპატიჟეთ.
მორიელი: მსუბუქი ფლირტი და რომანტიკული განწყობა კარგია, მაგრამ დროა, სერიოზული ურთიერთობა გააბათ საინტერესო ადამიანთან, ვინც გაიზიარებს თქვენს შეხედულებესა და გასართობს. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე.
მშვილდოსანი: ემოციურად დატვირთული დღე გელოდებათ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან, ნუ განაწყენდებით ახლობლების ნათქვამზე. ზოგჯერ ძალიან ართულებთ ყველაფერს, მსუბუქად შეხედეთ ყველაფერს.
თხის რქა: ყველა საქმე დღეს უნდა დაასრულოთ, რომ უქმეები თქვენი სურვილის მიხედვით გაატაროთ. საოჯახო ვალდებულებები ოჯახის წევრებთან შეთანხმების შემდეგ მოაგვარეთ.
მერწყული: მნიშვნელოვანი საუბარი გელოდებათ ნათესავებთან, მშობლებთან უნდა მოაგვაროთ უძრავი ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. შეყვარებულები გადაწყვეტთ თანაცხოვრებას, დაქორწინებას.
თევზები: მეგობრული და საქმიანი შეხვედრების დღეა. საღამო კი საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ. მოუყევით თქვენი წარმატებების შესახებ.