კურო
მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ფინანსური საქმეებისგან. კარგი დღეა მასაჟისა და ვარჯიშისთვის. ოჯახში არ გაამწვავოთ კონფლიქტი და აასრულეთ დანაპირები.
ტყუპი
ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და კარგი პარტნიორებიც აირჩიეთ. დასკვნების გამოტანისგან ნუ აჩქარდებით. საღამოს მოერიდეთ კონფლიქტს. ეს დღე განმარტოებით გაატარეთ.
კირჩხიბი
მოაწესრიგეთ დოკუმენტები, კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. საღამოს არ წამოიწყოთ და არ ჩაერიოთ კონფლიქტში. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
ლომი
კარგი დღეა სარეკლამო და საინფორმაცია საქმიანობისთვის. დიდ პროექტებში ყურადღება დეტალებს მიაქციეთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, საღამოს კარგ ფილმს უყურეთ ან წიგნი წაიკითხეთ.
ქალწული
კონფლიტი დიპლომატიურად მოაგვაროთ. მოერიდეთ გაურკვეველ სიტუაციებს, სამაგიეროს გადახდას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, რათა ცოტა მაინც გამხიარულდეთ.
სასწორი
კარგი დღეა ძველი ნივთების მოსაწესრიგებლად. უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდით. დღეს ყველაფერი უნდა მოასწროთ, ყველაფერი გააკონტროლოთ. ბევრი არ ილაპარაკოთ, ძირითადად მოუსმინეთ.
მორიელი
კონფლიქტში ყველაზე მეტი გონიერება თქვენ მოგეთხოვებათ, რათა კიდევ უფრო არ გაამწვავოთ სიტუაცია. მშვიდად გაერკვიეთ საქმეებში და პარტნიორებსაც კარგად აუხსენით საქმის ვითარება.
მშვილდოსანი
დაფიქრდით, რამ შეიძლება მოგიტანოთ მეტი სარგებელი და იმუშავეთ საქმეების გასაუმჯობესებლად. მოერიდეთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც თქვენი კონფლიქტში ჩათრევა სურს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
თხის რქა
არ ჩაერიოთ კონფლიქტში. მოერიდეთ ჭორიკნებსა და ჭორების გავრცელებას. კარგი დღეა თათბირებისა და მოლაპარაკებებისთვის. სეირნობა ყველა წყენას დაგავიწყებთ.
მერწყული
ინფორმაციის ნაკადში თქვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი უნდა შეარჩიოთ და მასზე დაყრდნობით იმოქმედოთ. დღის მეორე ნახევარში ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. საღამო შვილებთან ერთად გაატარეთ.
თევზები
დღეს საქმის წამოწყებასაც შეძლებთ და კოლეგების აყოლიებასაც. რომ არ გადაიღალოთ, მოვალეობები გადაანაწილეთ. მნიშვნელოვანი საკითხები მომავლისთვის არ გადადოთ. მოერიდეთ უაზრო საუბრებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.