19 ოქტომბერი, მთვარე სასწორშია: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში

19 ოქტომბერი, მთვარე სასწორშია: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:35-ზე, მთვარე სასწორში გადაბრძანდება 08:02-ზე

რეკომენდებულია: საკუთარ თავში ჩაიხედოთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები.

ჯანმრთელობა: თვალები და ტვინი აქტიურია.

კვება: უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.

მოგზაურობა: თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, გელით ახალი შთაბეჭდილებები.

ურთიერთობები: კარგია ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მოწიფულმა ადამიანებმა შექმნან ოჯახი.

დღის მინერალები: ქრიზოპრაზა, ჟადეიტი, აკვამარინი, ამეთვისტო.

  • მთვარე სასწორშია

ხელსაყრელია კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და შეხვედრები.

აქტიური ორგანოები: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.

კვება: ვლინდება ცხიმების საუკეთესო თვისებები, რაც სასარგებლოა ჯირკვლებისთვის. თუ ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, თვალყური ადევნეთ რისი ჭამა მოგწონთ ამ დღეებში განსაკუთრებით.

საოჯახო საქმეები: უნდა მოალამაზოთ თქვენს სახლი. შეგიძლიათ ფანჯრების გაწმენდა, სახლის განიავება. ასევე კარგია ძველი ჩანაწერების, წიგნების, ჟურნალებისა და სტატიების დასალაგებლად.

კოსმეტიკური პროცედურები: შეგიძლიათ შეიღებოთ თმა და შეიჭრათ. სასარგებლოა სახის ნიღბების გაკეთება.