ოქტომბერი თანამედროვე კალენდრით მეათე, ხოლო ძველრომაული კალენდრის მიხედვით მერვე თვეა. მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის (ლათ. Octo – რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი “იყოფს“ – ჰარმონიული, სილამაზის და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიაში.
19 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები კომუნიკაბელურები, ხალისიანები და მხიარულები არიან. მათ გააჩნიათ გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი და გამუდმებით ცდილობენ ახალ-ახალი სფეროების აღმოჩენასა და შესწავლას. თუმცა, მიუხედავად კონტაქტურობისა, ზოგიერთ მათგანს ხშირად უტაქტო საქციელი და სიხისტეც ახასიათებს, რაც აუცილებლად უნდა გააკონტროლონ.