პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:44-ზე, მთვარე ქალწულში იქნება 16:26-დან
რეკომენდებულია: მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგება. აქტიური ორგანოები: საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნერვები, ელენთა, პანკრეასი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.
ვერძი
არ არის რეკომენდებული კონტრაქტებზე ხელმოწერა ან მნიშვნელოვანი საქმიანი გარიგებების დადება, მაგრამ ნებისმიერი მასშტაბის ფინანსური საკითხების მოგვარება წარმატებას გპირდებათ, განსაკუთრებით გრძელვადიანი პერსპექტივით.
კურო
დღევანდელ დღეს შეიძლება შეცდომების გამოსწორება ვუწოდოთ. წარსული შეცდომების გამომწვევი მიზეზების და მათი უარყოფითი შედეგების ანალიზი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს წარმატებას, როგორც ახლა, ასევე უახლოეს მომავალში.
ტყუპი
პროფესიული თვალსაზრისით, ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად მოგვარებას. უნდა დაალაგოთ პრიორიტეტები, გააკეთოთ ის, რაც ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია და დანარჩენი მოგვიანებით გადადოთ.
კირჩხიბი
ვინაიდან ენერგიას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე, რეკომენდებულია ყველაფერში პოზიტივის ძიება - ბოლოს და ბოლოს, არ არსებობს ცუდი რამ, რაც საბოლოოდ დადებით შედეგამდე არ მიგვიყვანს.
ლომი
სასურველია, აიღოთ დასვენება და დაუთმოთ დრო თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საქმიანობას: ვარჯიში, მუზეუმში წასვლა, შემოქმედებითი იდეის განხორციელება ან უბრალოდ პარკში გასეირნება.
ქალწული
დროა, თავი დააღწიოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობენ. ისინი თავს გამოავლენენ თქვენთან დაკავშირებული კონფლიქტების პროვოცირებით, ამიტომ იოლად მიხვდებით, ვისთან არ უნდა გქონდეთ ურთიერთობა.
სასწორი
ეს დღე წარმატებული იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც შეუძლია სამუშაოსა და დასვენების დაბალანსება - თუ გადაიღლებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე კარგ შედეგს მიაღწიოთ და ჯანმრთელობაც არ დაიზიანოთ.
მორიელი
ემოციებს აყოლა ყოველთვის არასასურველია, მაგრამ განსაკუთრებით დღეს. სასიამოვნო ადამიანებთან, განსაკუთრებით მეგობრებთან შეხვედრა და სუფთა ჰაერზე სეირნობა დაგეხმარებათ გაღიზიანების შემცირებაში.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მრავალრიცხოვან მინიშნებებს, რომლებსაც იღბალი გამოგიგზავნით. ამგვარად მიხვდებით, თუ როგორ გაუმკლავდეთ არსებულ სიტუაციას - მთავარია მათი სწორად გაშიფვრა შეძლოთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ.
თხის რქა
ნუ დაკარგავთ დროს წვრილმან საკითხებზე, რომლებიც დროსა და ყურადღებას წაგართმევთ. უმჯობესია ფოკუსირება მოახდინოთ დიდ, სერიოზულ პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვან კარიერულ და ფინანსურ დივიდენდებს გპირდებათ.
მერწყული
პროფესიული გეგმების განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მათი შემუშავება როგორც ახლო, ასევე შორეული მომავლისთვის არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია.
თევზები
ეს დღე კარგია საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის, განსაკუთრებით მათთან, ვისაც დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება, მაგალითად, ბავშვებსა და მოხუცებს. მათი საჭიროებების იგნორირება არასასურველია.