ავტორი:

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 23:44-ზე, მთვარე კირჩხიბშია

ამ დღეს კარგია ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

ვერძი: მოერიდეთ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას; დაპირისპირებას და აგრესიულობას გარშემო მყოფების მიმართ. განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსებს ეხება. საყვარელი ადამიანის და შვილის მიმართ პრეტენზიები შერბილებულად გამოხატეთ.

კურო: გარშემო მყოფებთან უფრო კონკურენციას იგრძნობთ, ვიდრე ჰარმონიულობას. დღეს უნდა იბრძლოთ, რომ მოიპოვოთ ძალაუფლება, დაიცავათ საკუთარი უფლებები და წესები. დაკვირვებული იყავით, კონკურენტებიც გააქტიურდებიან.

ტყუპი: მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. ემოციურობა მატულობს და გარშემო მყოფებში - აგრესიულობა, განსაკუთრებით საღამოს საათებში. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ახლობლებთან თქვენი აზარტული გატაცების გამო.

კირჩხიბი: დღეს მთვარე თქვენს ნიშანაშია, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარშემო მყოფებზე მშობელივით მოგინდებათ ზრუნვა. ამასთან, მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას, ეჭვიანობას საყვარელი ადამიანის მიმართ.

ლომი: დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მშვიდად შეხვდით ყოველ დაბრკოლებას, გართულებას. არ გირჩევთ საზოგადოებაში იმიჯის შელახვას. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. ნუ გადატვირთავთ კუჭს.

ქალწული: შეხვედრებისა და მიმოსვლის დღეა. იყავით დაკვირვებული ფულთან მიმართებაში. საუკეთესო დღეა ტექნიკურ, მომსახურების სფეროში მომუშავეთათვის. მოგეცემათ დეტალებზე მუშაობის, მათი გამოსწორების შესაძლებლობა.

სასწორი: ნუ დანიშნავთ საქმიან შეხვედრებს, მოლაპარაკებებს. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება ოჯახური შეკრებით, გემრიელობებით.

მორიელი: მხოლოდ ის საქმე შეასრულეთ, რაც თქვენთვის საინტერესოა. არ გაართულოთ დამოკიდებულება ხელმძღვანელობასთან, საქმიან პარტნიორებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მზრუნველი და არა ეჭვიანი.

მშვილდოსანი: ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, უმჯობესია, უკვე დაწყებულები დაასრულოთ. ნუ ეცდებით პოპულარობის მოხვეჭას გარშემო მყოფებში. ზედმეტობით შეიძლება კიდევ უფრო უსიამოვნო წარმოდგენა შეუქმნათ ხალხს საკუთარ თავზე.

თხის რქა: ფორტუნა სხვადასხვა სიურპრიზს შემოგთავაზებთ, იყავით დაკვირვებული და მშვიდად შეხვდით უსიამოვნებებს. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ მოიმოქმედოთ. მხოლოდ ერთგულ პარტნიორებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები.

მერწყული: მხოლოდ მშვიდობიანად გაარკვიეთ საქმეები გარშემო მყოფებთან. ნუ ეცდებით კონკურენტებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბავს. საღამოს მოგინდებათ საკუთარი ნიჭის დემონტრირება და ახლობლების სიყვარულის მოპოვება.

თევზები: რუტინული საქმების შესრულება მოწყენილობამდე მიგიყვანთ. იყავით მომართული შემოქმედებითობაზე, მეგობრულად გაეჯიბრეთ გარშემო მყოფების საქმეების უკეთ და სწრაფად შესრულებაში. სასიამოვნო მუსიკაც დაიხმარეთ.