19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სამსახურის და საოჯახო საქმეები გვერდზე გადადეთ და ეს დღე საკუთარ თავს, დასვენებას მიუძღვენით. კარგი დღეა მოგზაურობისა და ფიზიკური აქტივობისთვის. სურვილების ასრულების დღეა.

ტყუპი

კარგი დღეა თვითგანათლებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმიანობას, საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. თქვენ გაერთობით, ისინი კი საინტერესო ამბებს შეიტყობენ.

კირჩხიბი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უფროს თაობასთან. შეეხმიანეთ ნათესავებს, ან საოჯახო სადილზე მიიპატიჟეთ. საღამოს თქვენთვის საინტერესო პერსონაზე ინფორმაციებს მიიღებთ.

ლომი

დაღლილობის მიუხედავად, დღეს ნუ განმარტოვდებით. შეხვდით მეგობრებს, გაიჩინეთ ახალი თანამოაზრეები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ახალი იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ.

ქალწული

დღეს საწინააღმდეგო სქესისგან განსაკუთრებულ ინტერესს იგრძნობთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, რომელიც რომანში გადაიზრდება და ქორწინებით დასრულდება.

სასწორი

შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ. დღეს შანსი მოგეცემათ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი მეუღლე გახდება. მშობლებმა წვეულება მოუწყვეთ შვილებს.

მორიელი

წარსულის გაანალიზების, ღირებულებების გადაფასების დღეა. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას. საღამოს შეხვდით ადამიანს, რომელსაც ენდობით.

მშვილდოსანი

დილიდან ენერგიული და ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თქვენი ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ გექცეთ.

თხის რქა

კარგი დღეა სურვილების ასასრულებლად; მოგზაურობისთვის. შეეხმიანეთ მეგობრებს და მათთან ერთად ქალაქგარეთ პიკნიკი მოაწყვეთ, გაერთეთ.

მერწყული

დღევანდელი დღე საოჯახო საქმეებსა და ოჯახის წევრებს უნდა დაუთმოთ. დაიხმარეთ შვილები, მშობლები და საღამოს, ნათესავებისა და მეგობრებისთვის, მხიარული წვეულება მოაწყვეთ.

თევზები

დასამახსოვრებელი დღე დაგიდგათ. შეიძლება სამოგზაუროდ გაემგზავროთ, საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ ან შთაბეჭდილებები მგზავრობისგან მიიღოთ. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, ვარჯიშისთვის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით