კურო
ყველაფრის თავად შესრულებას ვერ მოახერხებთ. ამიტომ, სხვების უკვე შესრულებული გადაამოწმეთ. დროსაც მოიგებთ და ნერვებსაც დაზოგავთ.
ტყუპი
საინტერესო და საოცარი ამბები გელით. დღეც საკმაოდ კარგია, თუ თავად არ გაართულებთ ჭირვეულობით.
კირჩხიბი
დღეს მუშაობა და გართობა ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ., თორემ, თუ სამუშაოში თავით გადაეშვებით გართობისთვის აღარ დაგრჩებათ დრო და პირიქით.
ლომი
დღეს სხვის საქმეებში ჩარევა და გეგმების არევ–დარევა მოგინდებათ. ეცადეთ, ზედმეტი "მზრუნველობით" საბოლოოდ არ გაუფუჭოთ საქმეები გარშემო მყოფებს.
ქალწული
ახალი მეგობრები გამოგიჩნდებიან და ეცადეთ, მათზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. თავადაც იმხიარულეთ და სხვებიც ამხიარულეთ.
სასწორი
დღეს ყველა საქმეს იმდენად მშვიდად და სრულყოფილად მოაგვარებთ, რომ თავადაც გაოცებული დარჩებით.
მორიელი
დღეს "ველური" ადამიანების მოთვინიერება მოგიწევთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ტაქტი და მოფერება უფრო მეტს შეგაძლებინებთ, ვიდრე "მათრახი".
მშვილდოსანი
ყველა საქმიანი წინადადება გაიაზრეთ, რათა ხელიდან არ გაუშვათ წარმატების მომტანი შანსები. თუ დღეს ამისთვის ვერ მოიცლით, მოითხოვეთ, ხვალამდე გაცალონ.
თხის რქა
დღეს უნდა გათავისუფლდეთ ყველა უარყოფითი საქმისა და აზრისგან და მთელი დღე მხოლოდ სასიამოვნო საქმიანობას დაუთმოთ.
მერწყული
მოერიდეთ ექსპერიმენტებს. ნუ გარისკავთ. უმჯობესია რეალური საქმეებით დაკავდეთ, ვიდრე დღეს დაშვებული შეცდომები მომავალში ასწოროთ.
თევზები
არავის საქმეში არ ჩაერიოთ და უფრო მეტიც, მოერიდეთ რჩევების მიცემას. საკუთარ შეცდომების დაშვების უფლება ყველას აქვს.