2 აგვისტო, სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე 08:04-ზე გადავა სასწორში
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობის, რომანტიკული პაემნისთვის. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ვერძი: იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ.
კურო: დღეს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. კოლეგებთან დიპლომატიურად ილაპარაკეთ იმ საკითხებზე, რაც გაინტერესებთ ან გაწუხებთ.
ტყუპი: იყავით დაკვირვებული ყოველდღიური საკითხების მოგვარების დროსაც კი, საქმიანი შეხვედრებისას. გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მჭრელ და აალებად საგნებთან.
კირჩხიბი: მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. დათმობას გირჩევთ ოჯახის წევრებთანაც. საღამო ბავშვებთან ერთად საინტერესოდ გაატარეთ
ლომი: ზომიერება გმართებთ ყველაფერში; დაკვირვება - ციფრებთან მუშაობისას. საღამოს იმხიარულეთ, მაგრამ მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან.
ქალწული: დღეს მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. აზრთა სხვადასხვაობის გამო მოერიდეთ ურთიერთობის დაძვას ახლობლებთან.
სასწორი: კოლეგებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.
მორიელი: არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას, რეპუტაციის შელახვას, არ გეპატიებათ შეცდომების დაშვება. ფრთხილად ფიზიკური აქტიურობისას, მჭრელ და აალებად საგნებთან.
მშვილდოსანი: დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ნუ ენდობით ახალგაცნობილებს. მეტი დრო დაუთმეთ ახალი პროექტების განვითარებას.
თხის რქა: სამსახურში დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. ოჯახის წევრებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ, არ გირჩევთ საყოფაცხოვრებო საკითხების გამო მათთან კამათს.
მერწყული: საქმეებით დატვირთული დღე გელოდებათ, მაგრამ სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. ნუ გადაიღლებით გონებრივად. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
თევზები: საუკეთესო დროა ახალი საქმეების დასაწყებად. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. განსაკუთრებით, თუ ინსტრუმენტებთან გიწევთ შეხება. დაწყვილებულები მოერიდეთ სასიყვარულო სამკუთხედის შექმნას.