ოთხშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:31-ზე, მთვარე მერწყულშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოგინდებათ, სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
ვერძი
ოთხშაბათს თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ, თუ შეეცდებიან კონფლიქტში ჩაგითრიონ. თუ დაპირისპირებაში ჩაერთვებით, დიდად დააზიანებთ თქვენს რეპუტაციას.
კურო
თუ თავს ცუდად გრძნობთ, მოერიდეთ რთული საქმეების შესრულებას. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, მით უმეტეს, თუ გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები.
ტყუპი
არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები კვებაში. მოერიდეთ მავნე საკვების მიღებას, ქუჩაში ჭამას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების, მოწამვლის ან მწვავე საკვების ალერგიის რისკი მაღალია.
კირჩხიბი
კარგი დროა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, საბუთების მოსაწესრიგებლად. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი.
ლომი
ხელსაყრელი დღეა კომუნიკაციისთვის, ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად, ნაცნობობისა და პაემნებისთვის. მომხიბვლელი და მჭევრმეტყველი ხართ, რაც დაგეხმარებათ ნებისმიერის მოხიბვლაში.
ქალწული
მხოლოდ აუცილებელი ვალდებულებები შეასრულეთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, კარგი იქნება რამის დამოუკიდებლად შესწავლა ან საჭირო ინფორმაციის მოძიება.
სასწორი
გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა უახლოეს ადამიანებთანაც კი - როგორც ჩანს, ხალხს არ ესმის თქვენი. არ დაგეგმოთ რაიმე სერიოზული საუბარი და საქმიანი შეხვედრები.
მორიელი
ოჯახში პრობლემები გაცილებით მარტივად და სკანდალების გარეშე მოგვარდება, თუ ახლობლების აზრს მოუსმენთ. შეეცადეთ შეხედოთ სიტუაციას თქვენი მოწინააღმდეგის თვალით და ბევრი რამ სხვა კუთხით გამოჩნდება.
მშვილდოსანი
ახალი საქმეების დაწყება კარგია, მაგრამ ჯერ ძველი კუდები მოიცილეთ. გაატარეთ ეს დღე ძველი ნივთების გადახარისხებაში და უსარგებლოს მოცილებაში.
თხის რქა
თუ თქვენ ფიქრობდით სახლის აშენებაზე, ქალაქგარეთ აგარაკის ყიდვაზე, ეს კარგი დღეა ვარიანტების მოსაძებნად. უბრალოდ არ იჩქაროთ არჩევანის გაკეთება, ყურადღებით შეისწავლეთ შეთავაზებები.
მერწყული
ოთხშაბათს მოგიწევთ ბევრი კომუნიკაცია - მოლაპარაკება, ბევრი საკითხის გარკვევა, პროცესის შემაფერხებელი მიზეზების მოგვარება. საღამო ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად გაატარეთ.
თევზები
დღეს მოგეთხოვებათ მიიღოთ მონაწილეობა რაიმე აქტივობაში. უარი არ თქვათ; ეს არის საინტერესო და საჭირო ადამიანების გაცნობის და თქვენი საუკეთესო თვისებების დამტკიცების შანსი.