2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა ექსპერიმენტებისა და ფანტაზიის განსახორციელებლად. წარსულს ჩააბარეთ რუტინა და სიახლეები ყველა სფეროში დანერგეთ.

ტყუპი

პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა გსურთ და შეიძლება ახალი ურთიერთობა ისე დაიწყოთ, რომ ძველი არ გქონდეთ დასრულებული. ეცადეთ, ამგვარმა საქციელმა ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ როგორც ახალ, ისე ძველ პარტნიორთან.

კირჩხიბი

საკმარისი დრო გექნებათ, რათა გაანალიზოთ შექმნილი სიტუაცია, გამოიტანოთ დასკვნები და შეიმუშაოთ სამოქმედო გეგმა. თუ თავად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, სხვისი გამოცდილებით, მეგობრებისა და ნათესავების რჩევებით იხელმძღვანელეთ.

ლომი

ყველა სხვა საქმე გვერდზე გადადეთ და მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. რჩევისა და დახმარებისთვის შეგიძლიათ გავლენიან მეგობრებს მიმართოთ.

ქალწული

მშვიდად და ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმე. უმნიშვნელო შეცდომამაც კი შეიძლება საქმეები თავდაყირა დაგიყენოთ. აი, სხვების ქცევას კი ნაკლები ყურადღება მიაქციეთ.

სასწორი

ახალი და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად მეტო დრო და ერთგული, გამოცდილი მეგობარი გესაჭიროებათ.

მორიელი

განსაკუთრებულ მოვლენებს, ცვლილებებს ნუ ელით, დრო და ენერგია ყოველდღიური საქმეების შესრულებას დაუთმეთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა დაწყებული საქმის დასასრულებლად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან. დაგეგმეთ სამომავლო პროექტები.

თხის რქა

ყველაფერზე წინ სასიყვარულო საქმეები, მათი განვითარება–მოგვარება დააყენეთ. თუ ეს ადამიანი თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანია, მასთან უნიღბოდ და მაქსიმალურად გულახდილად უნდა იყოთ.

მერწყული

დროა, საკუთარი შეცდომები აღიაროთ და გარშემო მყოფებსა და განსაკუთრებით საყვარელ ადამიანს ბოდიში მოუხადოთ. თუ გალწრფელი იქნებით, ახლობლების თვალში კიდევ უფრო მეტ სიმპათიას დაიმსახურებთ.

თევზები

წარმატების მისაღწევად სიტუაციის კონტროლი და ზოგჯერ აქტიური მოქმედებაც გესაჭიროებათ. ეცადეთ, კონკურენტები გზიდან სამართლიანი გზით ჩამოიშოროთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით