საკმაოდ რთული დღეა.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს.
სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარ.
არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას.
მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში.
ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება.
სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი – არა.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ძილის წინ მიიღეთ შხაპი.
ამ დღის ქვებია: შავი მარგალიტი, ობსიდიანი.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე მორიელში
მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
ამ დღეს რეკომენდებულია: ცურვა, აბანო, შხაპის მიღება.
მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი.
მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.