პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:13-ზე, მთვარე 08:43-ზე გადავა ვერძში
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. ამ დღეს მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. უფროსთან შესახვედრა და ახალი პროექტების განხილვა. საქმიანობის, სამსახურის შეცვლა. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
ვერძი: ყველას მართვის სურვილმა და უფროსობამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. აღიარეთ, რომ თქვენი მოწინააღმდეგე მართალია, მოიქეცით ისე, როგორც გირჩევენ და რთული საკითხი სწრაფად მოგვარდება. დროთა განმავლობაში კი თქვენი პოზიცია გაძლიერდება.
კურო: საინტერესო იდეების განხორციელებით გარშემო მყოფების ავტორიტეტს აიმაღებთ. მიიღეთ თანამოაზრე ადამიანების მხარდაჭერას და ეს დაგეხმარებათ, სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში.
ტყუპი: სამსახურში უსიამოვნებები და გაუთვალისწინებელი პრობლემები რომ არ შეგექმნათ, მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ. იყავით მიზანმიმართული და მშვიდი. იპოვით პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას და მიიღებთ შესანიშნავ შედეგს.
კირჩხიბი: უსიამოვნი სიახლემ თქვენში შეიძლება აგრესია ან გაბრაზება გამოიწვიოს. ნუ დანებდებით ემოციებს, გამოიჩინეთ თავშეკავება და მოთმინება. იყავით თავაზიანი კოლეგებთან. მათი დახმარებით ყველა უსიამოვნებას იოლად გაართმევთ თავს.
ლომი: სიტუაციას ხშირად შეხედეთ ობიექტურად, რათა დაინახოთ შეცდომები და მათი გამოსწორების გზები. ასევე, არსებული სიტუაციის გაანალიზება დაგეხმარებათ, მიიღოთ დიდი ხნის ნანატრი შედეგი.
ქალწული: დღე კარგად ჩაივლის, განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობ ვაჭრობას ან გაყიდვებს უკავშირდება. გარიგებები, რომლებიც დღეს დაიდება, სწრაფად მოიტანთ მოგებას.
სასწორი: იზრუნეთ თქვენს ემოციურ ჯანმრთელობაზე. შეზღუდეთ კონტაქტი უსიამოვნო ადამიანებთან. შეძლებისდაგვარად გაატარეთ დრო მარტოობაში და აკეთეთ ის, რაც გიყვართ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
მორიელი: მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან, საყვარელი ადამიანის მიმართ - ეჭვიანობას. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. ნუ გაებმევით გონივრულად დაგებულ მახეში.
მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაზიდად და გარიგებების დასადებად. გელით სიურპრიზები, საჩუქრები ან დიდი ფასდაკლები. საინტერესო ნაცნობები გელოდებათ. საპირისპირო სქესს წარმომადგენლების ყურადღებას მიიპყრობთ.
თხის რქა: მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებს და არასაჭირო საუბრებს. იყავით პოზიტიური და მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. დღეს უმჯობესია, პირადი მანქანა სახლში დატოვოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოთ.
მერწყული: ჩაერთეთ სოციალურ აქტივობებში, მოაწყვეთ შეხვედრა თანამოაზრეებთან. ახალი პროექტები წარმატებული და მომგებიანი იქნება. მიიღეთ მონაწილეობა საქმიან შეხვედრებსა და კონფერენციებში: ეს გამოგადგებათ თქვენს სამომავლო საქმიანობაში.
თევზები: ისარგებლეთ მომენტით, რომ გააფართოოთ საკუთარი ბიზნესი, მოძებნეთ პარტნიორები. დღე კარგი გელოდებათ ორატორ ნიშნებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა.