2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

პირველ რიგში მნიშვნელოვანი საქმეები შეასრულეთ და შემდეგ ყველა დანარჩენი. ახალი პროექტები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. მოულოდნელად, შეიძლება ახალი იდეები გაგიჩნდეთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის, გარდერობის გასაახლებლად. მეგობრები ახალი ამბებით გაგახარებენ.

ტყუპი

თუ ნაკლებად იფრენთ ღრუბლებში და ლაქლაქისგან თავს შეიკავებთ, ყველა საქმეს წარმატებით დაასრულებთ. სასიყვარულო თუ რომანტიკული ურთიერთობა ახალ, სასიამოვნო ფაზაში გადავა.

კირჩხიბი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. არ ჩაერიოთ კამათსა და საქმეების გარჩევაში. მეტი დრო დაუთმეთ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყველა დეტალი. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, ალკოჰოლის მიღებას.

ლომი

მოერიდეთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას, ახალი იდეების განხორციელებას, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, აკონტროლეთ კვების რაციონი. საღამოს მეგობრებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

ქალწული

არაფერი ახალი დღეს არ წამოიწყოთ. ნუ განიხილავთ პირად და სამსახურებრივ საქმეებს ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, ვინც რაღაცას უსასყიდლოდ გთავაზობთ. მოერიდეთ ავანტიურას, განსაკუთრებით ფინანსურს.

სასწორი

მთვარეს მორიელში თავისი გავლენა მაინც აქვს დღეზე. გაუფრთხილდით ნივთებს, მოერიდეთ ქურდებსა და თაღლითებს. შესაძლოა, გამჟღავნდეს საიდუმლოებები. არ გირჩევთ ფულის ხარჯვას, ნუ გასცემთ დაუფიქრებელ პასუხებს. სიყვარულში იმედგაცრუება, წყენა ან განშორება გელით.

მორიელი

ფინანსური საკითხების მოგვარება დღის ძირითადად საკითხად აქციეთ. შეიძლება ძველმა მეთოდებმა აღარ გაამართლოს და საქმეების, პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები დაგჭირდეთ. ნუ დაკარგავთ დროს უპერსპექტივო პროექტების განხილვაზე.

მშვილდოსანი

თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. ყურადღებით იყავით, რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეთ. მიმდინარე საქმეებიც დაკვირვებულად აწარმოეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

თხის რქა

მთელი ყურადღება ფინანსური საკითხების მოგვარებაზე გაქვთ გადატანილი. შეიძლება ზოგიერ საქმეში არ გაგიმართლოთ, მაგრამ გაგიმართლოთ იმაში, სადაც არ ელოდით და იმაზე მეტად, ვიდრე იფიქრებდით. აკონტროლეთ ემოციები, ყურადღებით იყავით, არ მოტყუვდეთ.

მერწყული

მიმდინარე საკითხები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. დღეს უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი, ამიტომ გაფრთხილდით, მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგრჩეთ. საღამოს მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. პირად ცხოვრებას რეალურად შეხედეთ, ილუზიებს ნუ შეიქმნით.

თევზები

დღეს წარმატებასაც გპირდებათ და პრობლემებსაც. არავის ენდოთ სიტყვაზე, არ მოტყუვდეთ. ზოგიერთ საქმეს პროტექციით, გავლენიანი ადამიანის დახმარებით მოაგვარებთ. მოერიდეთ შოპინგს, გაისტუმრეთ ვალები. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ დოკუმენტებს, რომლებსაც ხელს მოაწერთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით