2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დაღლილობის სამკურნალო საუკეთესი საშუალება საქმიანობის, გარემოს შეცვლაა. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი

იყავით მეტად მიზანმიმართული. მცირე უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა და სიყვარული უნდა გამოავლინოთ.

კირჩხიბი

საქმეებით დატვირთული დღე გელით. მაქსიმალურად ეცადეთ დაასრულოთ დაწყებული საქმეები. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს გიმზადებთ. შეყვარებულებს დაქორწინებას შესთავაზებენ.

ლომი

დილა საქმიან პარტნიორებთან შეხვედრას, სამომავლო და მიმდინარე პროექტების განხილვას დაუთმეთ. საღამო - კულტურულ ღონისძიებებს, რომლებსაც საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწრებით.

ქალწული

სამსახურს საქმეებს სწრაფად დაასრულებთ. პრობლემებები რთული საკითხების მოგვარების დროსაც არ შეგექმნებათ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, დათბობას.

სასწორი

დღეს მუშაობასაც შეძლებთ და მეგობრებთან ერთად გართობასაც. თუმცა, შინ ნუ დააგვიანებთ მისვლას. ოჯახის წევრებს მოეწყინებათ უთქვენოდ.

მორიელი

დღევანდელი დღე იმედს არ გაგიცრუებთ. საქმეებს საუკეთესოდ გაართმევთ თავს და უფროსის შექებასაც დაიმსახურებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ერთად შეადგინეთ სამომავლო საოჯახო გეგმა.

მშვილდოსანი

სასიამოვნო საქმეებით დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან. საერთო პროექტების განხილვა. საღამოს ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ.

თხის რქა

დილა საქმიან შეხვედრებს, კოლეგებთან ერთად პროექტების განხილვას დაუთმეთ. შუადღიდან შეგიძლიათ საცხოვრებლის კეთილმოწყობაზე იფიქროთ. იდეები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ.

მერწყული

დღე ისე გადაანაწილეთ, რომ არაფერი დაგრჩეთ მოუგვარებელი. ნუ მოცდებით წვრილმანებზე, მთელი ყურადღება გლობალური საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. ფული მოზომილად ხარჯეთ.

თევზები

დღეს მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილოთ. კოლეგებთან ერთად ითათბირეთ. საოჯახო საქმეები კი ოჯახის წევრებთან ერთად გადაწყვიტეთ. საღამო საინტერესო მომენტებით იქნება აღსავსე.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით