2 ივლისი შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:37-ზე, მთვარე ლომშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. მოერიდეთ გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. გაამდიდრეთ რაციონი ხილით, მწვანილეულით.
ვერძი: მეტად დაიცავით წესრიგი და იყავით კორექტული უცხოების მიმართ. საღამო მეგობრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
კურო: კარგი დღეა ცოდნის, გამოცდილების მისაღებად. ყურადღება გმართებთ მგზავრობისას. იყავით მზად საინტერესო ადამიანების გასაცნობად.
ტყუპი: ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების კრიტიკას. იყავით მომართული საკუთარი საქმეების უკეთ შესრულებაზე, გამონახეთ დრო საოჯახო ვალდებულებებისთვისაც.
კირჩხიბი: ახლობლებთან შეხვედრის, მხიარულების დღე გელოდებათ. იყავით პოზიტიური. რომ არ დაიღალოთ ვალდებულებები ყველას თანაბრად გადაუნაწილეთ.
ლომი: საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და საჭირო ამბებსაც გაიგებთ. იყავით დაკვირვებული და ფრთხილი თითოეული ნაბიჯის გადადგმისას.
ქალწული: მეგობრული შეკრებების და ერთად საქმეების კეთების დღეა. გაფრთხილდით, თუ ინსტრუმენტებთან, ტექნიკასთან გიწევთ მუშაობა.
სასწორი: მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების დღეა. იყავით დაკვირვებული, მოგეცემათ წარსულში დაშვებული შეცდომებს გამოსწორების შესაძლებლობა.
მორიელი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან; შეთანხმებულად იმოქმედეთ; არავისთან იკამათოთ. ჰობისთვის საჭირო ნივთების შეძენას შეძლებთ.
მშვილდოსანი: დრო ისე გადაანაწილეთ, რომ სამსახურის საქმეების გამო არც რომანტიკულ შეხვედრაზე თქვათ უარი და საოჯახო ვალდებულებებიც შეასრულოთ.
თხის რქა: საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელოდებათ. მოერიდეთ გაუთვალისწინებელ ხარჯს, რისკს. კარგი დღეა დაგეგმილი საქმეების შესასრულებლად.
მერწყული: დაკვირვებულად იმოქმედეთ, ახალ კონკურენტებს და მტრებს ნუ გაიჩენთ. მალევე დაასრულეთ საქმეები, რომ მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გვერდით.
თევზები: ბავშვებთან ერთად მხიარულების და სასიამოვნო გარემოში დასვენების, ჰობის დღეა. მოერიდეთ საქმიანობას, რაც სტრესთან და ტრავმასთანაა დაკავშირებული.