2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დროა, მავნე ჩვევებისაგან გათავისუფლდეთ. აგრეთვე იმ ადამიანებისა და ნივთებისგან, რომლებმაც დროს ვერ გაუძლეს. ვარჯიშში ზომიერება გმართებთ. არ დაგავიწყდეთ, საკუთარი თავისთვის რაიმე სასიამოვნო შეიძინეთ.

ტყუპი

გაათავისუფლეთ სამსახურის მაგიდა და პირადი ოთახი უსარგებლო ნივთებისგან. დალაგებისას უამრავ საჭირო და მივიწყებულ ნივთს იპოვით. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელობებით გაუმასპინძლდით.

კირჩხიბი

მოუწყვეთ საკუთარ თავს პატარა დღესასწაული. გაინებივრეთ თავი მცირე საჩუქრით, ტკბილეულით. მეგობრებთან ერთად ბუნებაში დაისვენეთ. მოერიდეთ კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას.

ლომი

ნათესავებისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. გარშემო მყოფები პატივს სცემენ თქვენს აზრს. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ, პოზიტივით დაიმუხტეთ.

ქალწული

კარგი დღეა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად, უსარგებლო ნივთებისგან გასათავისუფლებლად და სტუმრების მისაღებად. ზოგიერთს გასართობი, ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ ექცეს.

სასწორი

არ გაგიჭირდებათ საჭირო ადამიანების გაცნობა, მათთან დამეგობრება და მათი დახმარებით თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ.

მორიელი

კარგი დღეა მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, დასასვენებლად. მოაწყვეთ პიკნიკი. ან მეგობრები შინ მოიწვიეთ და წვეულება გამართეთ.

მშვილდოსანი

მრავალფეროვნება მოგინდებათ. კარგი დღეა იმიჯის, გარდერობის შესაცვლელად. გარეგნობის შეცვლაზე რჩევა მეგობრებსაც ჰკითხეთ. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა

მოთმინებით აღიჭურვეთ და დაგროვილი საქმეები მოაგვარეთ. ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საღამო მეგობრებთან ერთად უდარდელ გარემოში გაატარეთ, იმხიარულეთ.

მერწყული

კარგი დღეა გეგმების განსახორციელებლად. აკეთეთ ის საქმე, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ. საღამოსთვის საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.

თევზები

დღეს აღმოაჩენთ, რომ იმაზე მეტი მეგობარი გყოლიათ, ვიდრე გეგონათ. მათი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საღამო თვითგანათლებას დაუთმეთ. გაიღრმავეთ ინგლისური ენა, დახატეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით