ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus – «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს – კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
როგორია 2 ივლისს დაბადებული ადამიანი
2 ივლისს დაბადებული ადამიანები, უდიდესი ფანტაზიის უნარითა და მეოცნებე ხასიათით გამოირჩევიან. მათ აქვთ საოცრად მდიდარი ემოციური სამყარო, თუმცა ხშირად არიან ჩაკეტილები და იშვიათად ახერხებენ ბოლომდე გამოხატონ საკუთარი პოტენციალი. მათთვის აუცილებელია საკუთარი თავის რწმენის გაღრმავება, საიმისოდ, რომ სხვებმაც დაინახონ მათი მართლაც რომ უნიკალური შესაძლებლობები.