კურო
დღეს საზოგადოების, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა მოგიწევთ. ეცადეთ, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი. თუმცა, აკონტროლოთ ქცევა და გამონათქვამები.
ტყუპი
დღეს ავტორიტეტს აიმაღლებთ და გარკვეულ წრეებში პოპულარულიც გახდებით. თუმცა, გახსოვდეთ, რომ პოპულარობაც და ავტორიტეტიც ცხოვრებისეული გამოცდაა და მისი შენარჩუნება უნდა შეძლოთ.
კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. შესაძლოა, მათ სამუშაოდაც მიგიწვიონ.
ლომი
დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა ძილის, კვებისა და დასვენების რეჟიმზეა დამოკიდებული.
ქალწული
მშვიდი დღე გელით. მეტი ყურადღება მიაქციეთ ყელსა და ფარისებრ ჯირკვალს. დაუშვებელია ოპერაცია ამ ორგანოზე. არ იშიმშილოთ.
სასწორი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და გამოჩნდებიან ადამიანები, ვისთვისაც სიურპრიზების მოწყობა და საჩუქრების მირთმევა მოგინდებათ.
მორიელი
უცხოელ პარტნიორებთან ერთად განიხილეთ სამომავლო პროექტები. მეტი ყურადღება მიაქციეთ კოლეგების მიერ შესრულებულ სამუშაოს. რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. ფული მოზომილად ხარჯეთ.
მშვილდოსანი
შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. შეიძლება ძველი პარტნიორები გამოჩნდნენ და ურთიერთობის აღდგენა მოგთხოვონ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
თხის რქა
დღეს ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალება მოგეცემათ. ახლა ღრუბლების ცქერის დრო არაა, თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, მეტად უნდა გააქტიურდეთ.
მერწყული
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ინტელექტუალური საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოემზადეთ დისკუსიებისა და კამათისთვის. ზოგსაც დაწინაურება ელის.
თევზები
მოაგვარეთ მოვლინების საკითხები ან უცხოელ პარტნიორებთან ერთად სამომავლო პროექტები განიხილეთ. შეეხმიანეთ შორეულ, დიდი ხნის უნახავ ნათესავებს.