2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: შეიძლება დაზარალდეს თქვენი, როგორც სანდო ადამიანის რეპუტაცია

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: შეიძლება დაზარალდეს თქვენი, როგორც სანდო ადამიანის რეპუტაცია

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია

მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.

ვერძი

აუცილებელია თავი შეიკაოთ ბოროტი აზრებისა და არაკეთილსინდისიერი ზრახვებისგან გარშემო მყოფების მიმართ. სასურველს მიიღებთ, მაგრამ ისინი დაბრუნდებიან ორმაგად.

კურო

მოერიდეთ კომუნიკაციას უსიამოვნო ადამიანებთან და თქვენთვის რთულ თემებზე. საკუთარ თავს ვერ დაიცავთ და შედეგად შეიძლება დაზარალდეს თქვენი, როგორც სანდო ადამიანის რეპუტაცია.

ტყუპი

მკაფიო და დეტალური გეგმის გარეშე, ბევრს ვერ მიაღწევთ, ამიტომ შეეცადეთ წინასწარ შეადგინოთ გეგმა და დაიცვათ თითოეული პუნქტი. არაფერი გამოტოვოთ და ერთი საქმიდან მეორეზე არ გადახტეთ.

კირჩხიბი

გექნებათ რეალური შანსი, გადაატრიალოთ ცხოვრებისეული სიტუაცია, - როგორც პროფესიული, ასევე პირადი, ამიტომ ეცადეთ არ გამოტოვოთ ეს შანსი, მომდევნო მალე არ გამოჩნდება.

ლომი

დღე ხელსაყრელია სხვადასხვა ტიპის საქმიანი შეხვედრისთვის, რომლებიც მოიცავს ბრიფინგს. შეძლებთ არა მარტო გამონახოთ საერთო ენა კოლეგებთან, არამედ შეაგროვოთ პერსპექტიული და პროდუქტიული იდეების შთამბეჭდავი ნაკრები.

ქალწული

მჭევრმეტყველების წყალობით, რომელიც თქვენში თანდაყოლილია, შეძლებთ დაარწმუნოთ ყველაზე რთული თანამოსაუბრეც კი თქვენს სიმართლეში.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, წამოიწყოთ პროექტები, რომლებიც დიდი ხნის წინ გადადებთ: დღეს ყველაზე შრომატევადი ამოცანებიც კი იოლად წავა - უნდა ისარგებლოთ ამ გარემოებით.

მორიელი

სიზარმაცე და უმოქმედობა დღეს კატეგორიულად აკრძალულია თქვენთვის: როგორც კი საქმეს შეუდგებით, იოლად დაასრულებთ მას და კმაყოფილი დარჩებით.

მშვილდოსანი

ნუ ეცდებით ეშმაკობას, მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ ეს არის საუკეთესო გზა მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად: თქვენ არ ხართ შექმნილი იმისთვის, რომ მოიტყუოთ, ამიტომ სწრაფად და სამარცხვინოდ გამოამჟღავნებთ თავს, მოხვდებით უსიამოვნო სიტუაციაში.

თხის რქა

სიტყვებსა და საქმეებს შორის არჩევისას აირჩიეთ ეს უკანასკნელი – ცარიელი ლაპარაკი წაგართმევთ არა მხოლოდ დროს, არამედ სამუშაოსთვის საჭირო ენერგიასაც, ამიტომ უმჯობესია გადადოთ იგი სხვა, ნაკლებად პროდუქტიულ დღეს.

მერწყული

კარგი დროა ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისთვის და ნებისმიერი - თუნდაც სერიოზული - აღმასრულებელი ოფისის მოსანახულებლად: მათი თანამშრომლები იმდენად კეთილგანწყობილი იქნებიან თქვენდამი, რომ აუცილებლად დაგეხმარებიან.

თევზები

ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია თვითპრეზენტაციასთან და საჯარო გამოსვლებთან, საუკეთესო იქნება დღეს, ასე რომ შეგიძლიათ დანიშნოთ მოხსენება, მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებში, მათ შორის ვიდეო ფორმატშიც.