სამშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:01-ზე, მთვარე სასწორში გადავა 10:06
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად, საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია ინტიმური ურთიერთობისთვის.გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ვერძი
დღეს დიდი ენერგია გაქვთ და აქტიურობის წყურვილი დილიდანვე დაგძლევთ. საინტერესო იდეებისა და წინადადებების ნაკადში შეეცადეთ ამოიცნოთ ყველაზე მომგებიანი, ხოლო დანარჩენი გადადოთ. თქვენთვის სასარგებლოა უცხო ადამიანებთან საუბარი და ახალი საქმიანი კავშირების დამყარება.
კურო
დღეს თქვენი ინტერესები გარშემო მყოფების საჭიროებებზე მაღლა უნდა დააყენოთ. საკუთარ ბიზნესზე ფიქრით, შეგიძლიათ მიიღოთ კარგი სარგებელი და იმოძრაოთ თქვენთვის საჭირო მიმართულებით. ავტორიტეტული ადამიანების ყურადღების მიქცევა და მხარდაჭერა შესაძლებელია კომპლიმენტების დახმარებით. საღამო მხიარულად გაატარეთ.
ტყუპი
დღეს მიღებულმა მოულოდნელმა ინფორმაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს თქვენი გეგმები უახლოეს მომავალში. მოგიწევთ გადახედოთ თქვენს ზოგიერთ მიზანს და მოერგოთ ცვალებად გარემოებებს. გირჩევთ, მოიცილოთ უსარგებლო ნივთები ბინაშიც და ოფისშიც.
კირჩხიბი
დაუთმეთ დღე თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებს, რასაც პოზიტიური ემოციები მოაქვთ. საყვარელი ჰობი ხელს შეუწყობს სიმშვიდისა და შინაგანი ენერგიის აღდგენას. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდება, მალე თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდებიან და მომავალ მოვლენებზე გავლენას მოახდენენ.
ლომი
მოემზადეთ იმისთვის, რომ ბევრი მოინდომებს ისარგებლოს თქვენი კეთილგანწყობთ და გთხოვთ დახმარებას სირთულეების გადალახვაში. უნდა გამოიჩინოთ ხასიათის სიმტკიცე და უარი თქვათ, თუნდაც ასეთი თხოვნა საყვარელი ადამიანებისგან იყოს. თუ ასე არ მოიქცევით, მოგიწევთ არასასიამოვნო საქმეების კეთება და სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება.
ქალწული
ამ დღის ტენდენციები მრავალმხრივი იქნება და თქვენს ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას მოახდენს. შეეცადეთ გაიგოთ ზუსტად რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები და მოემზადოთ სირთულეების დასაძლევად. ყურადღება უნდა მიაქციოთ მინიშნებეს.
სასწორი
დღის განმავლობაში განიცდით სხვების ზეწოლას და საკუთარი თავის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. შეზღუდეთ კონტაქტები და, თუ შესაძლებელია, ინდივიდუალურად იმუშავეთ. გადაამოწმეთ დოკუმენტები ან კონტრაქტები: არსებობს სერიოზული შეცდომის დაშვების ალბათობა.
მორიელი
დღეს კარგი დღეა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დასამყარებლად. გაასუფთავეთ ბინა უსარგებლო, ძველი ნივთებისგან, განათავსეთ ახალი დეკორი. სამსახურში მოაწესრიგეთ საქმეები. იყავით მომართული კონსტრუქციული დიალოგისთვის. მკაფიოდ გამოხატეთ თქვენი პოზიცია.
მშვილდოსანი
მოვლენები და ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, კიდევ დიდხანს იმოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე, ამიტომ იყავით უფრო შერჩევითი კომუნიკაციისა და საქმიანობის არჩევისას. დღე შესაფერისია ძველი საქმეების გადახედვისა და შეცდომების გამოსასწორებლად. ყველაფერი, რაც დღეს ჩაფიქრებული გაქვთ, შეიძლება არ შესრულდეს.
თხის რქა
შეამცირეთ თქვენი საქმიანი აქტივობა და მშვიდად გაატარეთ დღე მსუბუქი სამუშაოების ან დადებით ემოციების მომტანი საქმიანობით. საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, უფრო ხშირად მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა და დათმობა. კრიტიკა, პრობლემები ან სირთულეები დაგეხმარებათ გაიგოთ, სად უშვებთ შეცდომას.
მერწყული
კარგი დღეა, მიიღებთ უამრავ სასიხარულო ამბავს და სასარგებლო ინფორმაციას. ადამიანებს ან წარსულ მოვლენებს შეუძლიათ დაბრუნდნენ და გაგიხსნან ახალი საინტერესო შესაძლებლობები. მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით შეთავაზება საეჭვოდ გამოიყურება, მაშინვე არ თქვათ უარი.
თევზები
დღე ემოციურად არასტაბილურია და თუ ეს შესაძლებელია, ჯობია სახლში გაატაროთ. სტრესის მოხსნაში ოჯახთან და მეგობრებთან საუბრი, ნივთების დასუფთავება ან გადაკეთება დაგეხმარებათ. არ ჩაერთოთ კამათში, ისაუბრეთ სასიამოვნო, ნეიტრალურ თემებზე. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი დაძაბულობა.