2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:25-ზე, მთვარე თევზებში გადავა 22:49-ზე

ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მიირთვით მსუყე საკვები და ნაკლები სითხე მიიღეთ. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.

ვერძი

თქვენ ასხივებთ დადებით ენერგიას. იყავით უფრო კომუნიკაბელური, შესაძლოა, ახალ მეგობრებს შეიძენთ ან კიდევ შეხვდებით საინტერესო ადამიანს. თუ არ მოგწონთ ის, რასაც სარკეში ხედავთ, საბოლოოდ დაიწყეთ რაიმეს გაკეთება. დღე შესაფერისია ბუნებაში დასვენებისთვისაც.

კურო

დღეს არ არის საჭირო აჩქარება, უმჯობესია დაელოდოთ შესაფერის მომენტს. იყავით კრეატიული სამსახურშიც და პირად ცხოვრებაში, რათა მიიპყროთ გარშემო მყოფების ყურადღება. არ შეეგუოთ პარტნიორის ქცევას, თუ ის არ მოგწონთ. გულწრფელად უთხარი მას, რაც გაწუხებთ. არ დაიჯერო დაპირებები, შეხედეთ მოვლენებს რეალურად.

ტყუპი

თქვენ შეძლებთ ხალხის დარწმუნებას თითქმის ყველაფერზე. მცირე გაუგებრობა შეიძლება მოხდეს როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ ღიად ისაუბროთ ხალხთან. დღეს ბევრს ოცნებობთ და გეგმებს დასახავთ.

კირჩხიბი

ზედმეტად მჭიდროდ ნუ ჩაეჭიდებით სურვილებს, რომლებიც შესაძლოა არ შესრულდეს, ყოველ შემთხვევაში ახლა. თქვენ უბრალოდ ხარჯავთ ძვირფას ენერგიას. გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები და გააოცეთ ისინი იმით, რაც მოეწონებათ. ეს შეიძლება იყოს პატარა საჩუქარი, გემრიელი კერძი ან დასვენება.

ლომი

დღეს შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი სამუშაო იყოს. მოსალოდნელია მოულოდნელი მოვლენები და ცვლილებები, რისთვისაც მზად არ ხართ. ერთ-ერთ კოლეგასთან ან მეგობართან ურთიერთობისას შესაძლებელია გაუგებრობები. მათ შეიძლება დაგპირდეთ იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად ასრულებენ. თუ თქვენ ახლახან გაიცანით ადამიანი, მაშინ ნუ ააშენებთ ბროლის კოშკებს.

ქალწული

დღეს, 2 მაისს, შესაძლოა გააცნობიეროთ, რომ ყველაფერი თავად არ უნდა გააკეთოთ. ითხოვეთ დახმარება, გადაანაწილეთ რამდენიმე დავალება. შესაძლებელია, რომ ადამიანმა ან მოვლენამ დააჩქაროს მოქმედება. ზოგიერთი დაგეგმავთ შვებულებას. დააკვირდით რას ჭამთ.

სასწორი

დიდი ენერგია გექნებათ სხვებთან ურთიერთობისთვის და მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ ამავე დროს, უარი თქვით აგრესიასა და კონფლიქტებზე. შეიძლება კომუნიკაციაში გაუგებრობა იყოს, ერთს გეუბნებიან და მეორე გესმით. საღამოს მოგინდებათ ახალი შთაბეჭდილებები, დადებითი ემოციები.

მორიელი

კარგი დღეა მათთვის, ვინც სახლიდან მუშაობს. იქნება ბევრი შთაგონება და პროდუქტიულობა. კარგია ფიზიკური აქტივობა. ზოგიერთს სიურპრიზი გელოდებათ. მაგალითად, ზარი ან სტუმრობა მეგობრებისგან, რომლებსაც არ ელოდით. ზოგიერთი მოწყობილობა შეიძლება გაფუჭდეს. არ არის საუკეთესო დღე შოპინგისთვის.

მშვილდოსანი

ეცადეთ იყოთ პოზიტიური და გაახალისეთ თქვენი საყვარელი ადამიანი, როცა ის თავს დაღლილად გრძნობს. დაელოდეთ ცვლილებებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კარგი დღეა ნაცნობებისთვის, პაემნებისთვის, კომუნიკაციისთვის. არ დაჯდეთ სახლში, შესაძლოა, თქვენი მოგზაურობისას რაიმე მოულოდნელი და საინტერესო მოხდეს. თუ დიდი ხანია გინდოდათ სახლის ავეჯის შეძენა, მაშინ დროა შეარჩიოთ ის.

თხის რქა

არავის მისცეთ უფლება მოგახვიონ საკუთარი აზრი. თავადაც კარგად იცით რა გინდათ და რა არის თქვენთვის კარგი, ასე რომ დაიცავით საკუთარი აზრი. განიხილეთ თქვენი ურთიერთობა, პრობლემები თქვენს საუკეთესო მეგობართან. ის გაგიგებთ, მოგისმენთ და კარგ რჩევასაც მოგცემთ. შეცვალეთ თქვენი დიეტა. შეეცადეთ მიირთვათ მეტი ბოსტნეული და ნაკლები მარილი. ასე თავს უკეთ იგრძნობთ.

მერწყული

დაისვენეთ და მოიწესრიგეთ აზრები. ნუ დაივიწყებთ მეგობრებს, თუ შესახვედრად ხართ მიწვეული, მაშინ დაეთანხმეთ. თუ გინდოდათ რაღაცის შეცვლა საკუთარ თავში, მაშინ კარგად იფიქრეთ იმაზე, თუ რას სჭირდება კორექტირება. ნუ ეცდებით ყველფერის ერთდროულად კეთებას. ვინმემ შეიძლება დაგიტოვოთ უსიამოვნო კომენტარი თქვენი გარეგნობის ან შეხედულებების შესახებ. არ გირჩევთ რეაგირებას მასეთებზე.

თევზები

ჭკვიანი და უნარიანი ხართ, არ შეგეშინდეთ ამის ჩვენება გარშემო მყოფებისთვის. თქვენი უფროსი დააფასებს თქვენს შრომას, ამიტომ ყურადღება არ მიაქციოთ კოლეგების შურს. მაგრამ დაისვენეთ სამსახურიდან, რომ იყოთ მეტად ენერგიული. შეიძლება ვინმე ახლო გარემოდან რაღაცას დაგპირდეთ და არ შეასრულოს. საყვარელ ადამიანთან ან მეგობართან საუბარმა შეიძლება შთაგაგონოთ მოქმედება.