კურო
დღეს შეიძლება ახალი იდეა დაგებადოთ და თუ დღესვე ვერ მოახერხებთ მის განხორციელებას, ჩაინიშნეთ. მან მომავალში შეიძლება წარმატება და მატერიალური კეთილდღეობა მოგიტანოთ. დღის ბოლოსკენ აუცილებლად გამონახეთ დრო და გაისეირნეთ ბუნებაში.
ტყუპი
მოერიდეთ კამათსა და დისკუსიაში ჩართვას. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. უმჯობესია, გარშემო მყოფებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ და დრო საქმეების მოგვარებას, საკუთარ თავზე მუშაობას, შეცდომების გამოსწორებას დაუთმოთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა ახალი, სასიამოვნო ნაცნობობისთვის. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ახალგაცნობილი შეიძლება თქვენს ერთგულ მოკავშირედ იქცეს. ზოგიერთებს ძველ ნაცნობებთან შეხვედრა და სასიამოვნო საუბარი ელით.
ლომი
მეტი ყურადღება გმართებთ ნათესავების მიმართ. შეხვდით ან დაურეკეთ მათ და ეცადეთ, შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ ან გულითადი საუბრით გაამხნევოთ.
ქალწული
ყურმოკრული ამბავიც კი კარგად გაანალიზეთ. აღარაფერს ვამბობთ კოლეგებისა და პარტნიორებისგან მიღებულ ინფორმაციაზე.
სასწორი
კარგი დღეა პირადი საქმეების მოსაგვარებლად. შეიძლება სწორ გადაწყვეტილებამდე ან თავად მიხვიდეთ, ან ასაკოვანი ადამიანის რჩევამ მოგცეთ მოქმედების ბიძგი.
მორიელი
სანამ საყვარელ ადამიანთან არ გაარკვევთ ურთიერთობას, მანამდე სხვა საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ იმ საკითხზე, რაც მოსვენებას გიკარგავთ.
მშვილდოსანი
ყველა პროექტში ჩართვა, ყველა საქმის ერთდროულად წამოწყება არ გამოგივათ. არჩევანის საშუალება თუ მოგეცემათ, ჯერ მნიშვნელოვანი საქმეები მოათავეთ და შემდეგ, შეძლებისდაგვარად, დანარჩენები.
თხის რქა
საყვარელმა ადამიანმა შეიძლება სიურპრიზით, საჩუქარით გაგანებივროთ. თუ თავად ვერ ახერხებთ საპასუხო საჩუქრის მირთმევას, ეცადეთ, სითბოთი და ყურადღებით მაინც გამოხატოთ მის მიმართ მადლიერება.
მერწყული
გაანალიზეთ წარსულის საქციელი და ცხოვრებისეული უსიამოვნო მომენტებისგან სასარგებლო დასკვნები გამოიტანეთ. დღეს უმჯობესია, მეტად დაისვენოთ. მომავალი საქმეებისთვის ძალები მოიკრიბოთ.
თევზები
შემოქმედებითი იდეები მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ. შეიძლება ყველა საქმის გადადებამ მოგიწიოთ. შეიძლება შემოქმედებითმა საქმიანობამ შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩინოთ.