კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 16:15-ზე, 11:36-ზე მთვარე თხის რქაში გადავა
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად; მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. მოიმატებს მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. ცუდია ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.
ვერძი: იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ. მოიმატებს ხარჯი ბავშვებისა და საყვარელი ადამიანის გამო, მათი განებივრება მოგინდებათ.
კურო: დღეს უნდა დაისვენოთ და გამოიძინოთ. განსაკუთრებით, თუ ორშაბათიდან ახალ პროექტებში გიწევთ ჩართვა. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი.
ტყუპი: რომატიკულ განწყობაზე ხართ. საყვარელი ადამიანის განებივრება და მასთან ერთად მეტი დროის გატარება მოგინდებათ. დაგეგმეთ საინტერესო ადგილების მონახულება.
კირჩხიბი: დასვენების დღის მიუხედავად სამსახურის საქმეების მოგვარება მაინც მოგიწევთ. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება, შინ მიიპატიჟეთ ნათესავები.
ლომი: მეგობრებთან შეხვედრისა და მხიარულების დღეა. მათგან შეიძლება საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ. ერთად გადაწყვიტოთ ბიზნესის დაწყება ან რამე ახლის შესწავლა.
ქალწული: გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად, მაგრამ ნურც შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაივიწყებთ; განსაკუთრებით, თუ ისინი ფულს მოგიტანთ.
სასწორი: საყვარელ ადამიანებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, მოაწყვეთ პიკნიკი. გადაიღეთ საშემოდგომო მხიარული ფოტოები. რომანტიკული სიურპრიზები გელოდებათ.
მორიელი: საკუთარი თავის გამხნევებაზე უნდა იყოთ ორიენტირებული. მეტი დრო დაუთმეთ იმ საქმეს, რაც სიამოვნებას განიჭებთ. კარგი იქნება სუფთა ჰაერზე სეირნობა.
მშვილდოსანი: ახლობლებთან ერთად მხიარულების დღეა, მაგრამ მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. ისე მოიქეცით, რომ გარშემო მყოფებში რეპუტაცია არ შეილახოთ.
თხის რქა: ოჯახის წევრები საყოფაცხოვრებო საკითხების მიმართ მეტი პასუხისმგებლობის გამოვლენას მოგთხოვენ. კარგი იქნება, ბინის, აგარაკის მოწესრიგება, ზამთრისთვის მომზადება.
მერწყული: მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. გააუმჯობესთ დამოკიდებულება ასაკითა და თანამდებობით უფროს ადამიანებთან. განსაკუთრებით, მათთან, ვისთანაც ადრე დაძაბულობა გქონდათ.
თევზები: დასვენების, ახლობლებთნ შეხვედრისა და სასიამოვნო საქმეების მოგვარების დღეა. კარგი იქნება ბავშვებთან ერთად საინტერესო ადგილების მონახულება, ქალაქშიც და ქალაქგარეთაც.