სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 18:43-ზე, მთვარე თხის რქაში იქნება 05:43-დან
ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. თუ გრძნობთ, რომ ენერგიით ხართ გადატვირთული, მაშინ თავისუფლად წადით სამოგზაუროდ, ლაშქრობაში.
ვერძი
არ უნდა მიაქციოთ ყურადღება სხვების ცვალებად განწყობას, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე: ხვალ ის ცუდიდან კარგზე გადავა, მაგრამ თქვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებთ დაწყვეტილი ნერვების დაბრუნებას.
კურო
უნდა გახსოვდეთ, რომ „სიტყვები ვერცხლია, დუმილი კი ოქრო“. უმჯობესია დღეს დუმილის აღთქმა დადოთ და საღამომდე მაინც შეინახოთ. ამით ბევრ უსიამოვნებას აირიდებთ.
ტყუპი
არ უნდა მოუსმინოთ სხვა ადამიანების კომენტარებს, რასაც არ უნდა ეხებოდეს ისინი - პროფესიულ საკითხებს თუ თქვენს პირად ცხოვრებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კეთილი განზრახვით იყოს ნაკარნახევი.
კირჩხიბი
ნებისმიერ სიტუაციაში, მხოლოდ წინ უნდა წახვიდეთ - უკან დახევა, როგორც ეს თქვენი ნიშნის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი, საზიანოა როგორც ბიზნესისთვის, ასევე თვითშეფასებისთვის: ასეთმა ტაქტიკამ შეიძლება სერიოზულად დაგაზარალოთ.
ლომი
ემოციებს აყოლამ შეიძლება გამოიწვიოს იმპულსური, არაპროგნოზირებადი და, რაც მთავარია, გაუაზრებელი ქმედებები, რომლებსაც ხვალ ინანებთ.
ქალწული
სხვებზე ზრუნვისას არ დაივიწყოთ საკუთარი თავი. კარგი დღეა სერიოზულ პროექტებზე მუშაობისთვის. საღამო კი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მხიარულად გაატარეთ.
სასწორი
აუცილებელია ბოლო დროს შესრულებული სამუშაოს საფუძვლიანი ანალიზის ჩატარება - შესაძლოა, გარკვეულმა მომენტებმა იმდენად გაგიტაცოთ, რომ გადაუხვიეთ დასახულ კურსს, სანამ ჯერ არ არის გვიან ყველაფერი გამოასწორეთ.
მორიელი
არ დაუშვათ, რომ მიმდინარე დღემ უშედეგოდ გაიაროს, ის უნდა იყოს სავსე საქმეებითა და მოვლენებით, რათა მოგვიანებით არ ინანოთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები.
მშვილდოსანი
რაც უფრო მეტის გაკეთებას მოახერხებთ დღეს, მით უფრო მყარი დივიდენდები გელოდებათ უახლოეს მომავალში.
თხის რქა
დღის ენერგია რაც შეიძლება გონივრულად და ეკონომიურად უნდა დახარჯოთ - ფსიქიკურმა და ფიზიკურმა გადატვირთვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ორგანიზმზე.
მერწყული
მიზანშეწონილია ყურადღება მიაქციოთ იმ მინიშნებებს, რომლებსაც სამყარო გამოგიგზავნით: მაგალითად, თუ რაიმე საქმე არ მიდის კარგად, მაშინ უნდა მიატოვოთ, ან რამდენიმე დღით გადადოთ.
თევზები
დღევანდელი დღე აბსოლუტურად არ არის შესაფერისი ახალი და მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად - სავარაუდოდ, ის დიდი სირთულით წავა წინ და შედეგად, შეიძლება სერიოზული - და უკიდურესად უსიამოვნო - კოლაფსითაც კი დასრულდეს.